ყველას საყურადღებოდ - ყოველგვარი ძალადობა და მითუმეტეს მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ყოვლად მიუღებელია. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია არ წარმოადგენს ჩემს აზრს, ის უბრალოდ გასაანალიზებლადააა გამოქვეყნებული, დღეს როდესაც საინფორმაციო ველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია, ხანდახან შეუძლებელი ხდება ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. ამიტომაც ინფორმაცია რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ეს უბრალოდ იმის გასაანალიზებლადაა გამოქვეყნებული, რომ ნათელი გახდეს მკითხველისთვის - თუ რამდენად ახლართულია ყველაფერი და ისე მარტივად არაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე მეჩეთმა ალ-ნურიმ, რომელსაც თავს დაესხა ბრენტონ ტაბბანტი, სამყაროს როგორც მინიმუმ ორი ტერორისტი გაუზარდა: ალ ქაიდას დამვერბოვკებელი დერიელ ჯონის, რომელიც ამერიკულ უპილოტოს შეეწირა და კრისტოფერ ჰავარდი. ამ ბიჭების მშობლების განცხადების თანახმად მათ შვილებს რადიკალური იდეები ალ-ნურის მოძღვარმა ჩაუნერგა.
ბიჭები იემენში ინსტრუქტორებთან გადიოდნენ სწავლებას. ეს ინსტრუქტორები ამზადებდნენ ჯიჰადის მებრძოლებს, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით შარლი ებდოს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. Stuff.co.nz-ეს 2014 წლის სტატიაში (რომელიც შემდეგ წაშალეს) მოყვანილია მეჩეთის მრევლის სიტყვები, რომელიც ამბობს: "ინდონეზიიდან დაპატიჟებულმა სპიკერმა ჯიჰადისა და ძალადობის შესახებ ისაუბრა და ბევრი მის აზრს იზიარებდა".
რამდენიმე კითხვა:
- თქვენის აზრით რამდენად რეალურია დღეს რომელიმე ინფორმაციის დაჯერება?
- რამდენს გიფიქრიათ რამდენად მარტივია ადამიანის ინფო-ზომბირება?
- რას გრძნობთ როდესაც გებულობთ რომ მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ ამ ფაქტებს არამარტო იგნორირება გაუკეთა, არამედ მანამდე გამოქვეყნებული სტატიებიც კი წაშალა, რათა დაემალათ ფაქტები?
- და მაინც ალბათ ჯობია დაველოდოთ ოფიციალურ დასკვნებს თუ გვაღირსეს როდესმე. ჩემის აზრით დამნაშავე დამსახურებულად უნდა დაისაჯოს, ხოლო ყველა, ვისაც კი ეს ეხება, სატანადო დასკვნა უნდა გააკეთოს ამ ტერაქტიდან, რომ დაფიქრდეს რამდენადაა შესაძლებელი მსგავის პრევენცია და რა უნდ აგაკეთთეს რომ აღარ გავხდეთ მსგავსი ტრაგედიების მოწმე.
წყარო:
No comments:
Post a Comment