Tuesday, March 15, 2016

აფხაზეთი. სოხუმი. გუმისთა.1993 წლის 16 მარტი. საქართველოს შინაგანი ჯარი.


1993 წლის 15 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებთან და გუდაუთის ბაზაზე მყოფ რუს სამხედროებთან ერთად მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
ქართველმა არტილერისტებმა და ცალკეულმა შენაერთებმა, მათ შორის შინაგანი ჯარების მებრძოლებმა, არნახული გმირობის მაგალითები აჩვენეს, უპირატესობა თვალსაჩინო იყო.
15-16 მარტი, აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის, უპრეცენდენტო გამარჯვების დღეებია!
გილოცავთ, ბატონებო!
სამარადისო ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!

შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილ 2061 (სოხუმის ბატალიონის) მებრძოლები:
დგანან: ლევან გურჩიანი -გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს აჩადარაში.
კობა ქრისტესიაშვილი-გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს აჩადარაში; 
ვასილ რუსიაშვილი-მძიმედ დაიჭრა 1993 წლის 2 ივლისს.
ზის: ივანე ,,შიმშილა” ირემაშვილი-მძიმედ დაიჭრა 1993 წლის 2 ივლისს

შინაგანი ჯარების ოპერატიული ბრიგადის მეომარი ავთანდილ ,,წერო" გიგაშვილი. აფხაზეთი. ახალი რაიონი. გუმისთა. 1993 წლის მარტი.

შინაგანი ჯარების სოხუმის ბატალიონის მეომრები: რობერტ ჯალაღონია, ნიაზ ბერიძე და კახაბერ რუხაია. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე.".

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის მეომრები მამუკა ,,გაუბიცა" ციქობაძე და პავლე მასურაშვილი 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მებრძოლებთან ერთად მოწინაამდეგეთა გვამებთან. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე”.

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის სერჟანტი დიმიტრი მასურაშვილი 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მებრძოლებთან ერთად საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთაზე —სოხუმი. ახალი რაიონი. გუმისთა

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის მეომრები– როინ წიკლაური და ემზარ რობინაშვილი. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე".

შინაგანი ჯარის მებრძოლი გუმისთის პოზიციაზე.

შინაგანი ჯარების სოხუმის ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური მურთაზ გაბიძაშვილი. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს სოფელ შრომაში. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე".

შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილ 2061-ის (სოხუმის ბატალიონის) მებრძოლები. სხედან: ოლეგ ლოლაძე ,,ჩორტიკა”, -გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს; ივანე ირემაშვილი ,,შიმშილა”-მძიმედ დაიჭრა 1993 წლის 2 ივლისს; დგანან: შოთა მუმლაძე, . ლაბაძე, ბესო ლაბაძე.


წყარო:

No comments:

Post a Comment