2019 წლის 12 ივნისს აშშ-ს საჰაერო ძალებმა სტგრატეგიულ ბომბდამშენ Boeing B-52Н-ზე პირველად განახორციელეს ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა AGM-183A ARRW-ს (Air Launched Rapid Response Weapon) აეროდინამიკური (გაშვების გარეშე) გამოცდა.
რაკეტის შექმნაზე კორპორაცია Lockheed Martin მუშაობს. გამოცდის მსვლელობისას კალიფორნიაში, ავიაბაზა ედვარდსიდან აფრენილმა В-52Н-მა, მართვის სისტემის ნაწილით აღჭურვილი რაკეტა ARRW-სის მასოგაბარიტული მაკეტით იფრინა.
რაკეტა ARRW-სის შექმნა 2018 წელს აშშ-ს საჰაერო ძალებსა და Lockheed Martin-ს შორის გაფორმებული 480 მილიონი დოდლარის ღირებულების კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება. გეგმის თანახმად სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულდეს.
რაკეტა ARRW მყარსაწვავიან აერობალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს, რომელიც განცალკევებადი ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკითაა აღჭურვილი. საბრძოლო ბლოკზე საკუთარი სარაკეტო ძრავა - Tactical Boost Glide (TBG) აყენია, რომლის შექმნაზეც DARPA იყო პასუხისმგებელი. სისტემის მახასიათებლები უცნობია, თუმცა არაოფიციალურ წყაროებში საბრძოლო ბლოკ TBG-ს 20M სიჩქარეს ანიჭებენ. სავარაუდო TBG-ს პირველი აეროდინამიკური გამოცდა 2019 წლის მარტში განხორციელდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, პირველ რიგში რაკეტის ბირთვული ვარიანტი შეიქმნება.
No comments:
Post a Comment