Saturday, August 8, 2015

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა

დღეს 8 აგვისტოა, ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული თარიღია – 2008 წლის 8 აგვისტოს "ერთმორწმუნე" რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე და როგორც უკანასკნელი 250 წლის განმავლობაშიც, ახლაც უცვლელად მუხანათურად დაგვესხა თავს, დაგვიხოცა საუკეთესო ვაჟკაცები და მოახდინა ჩვენი ტერიტორიის ანექსია. ნათელში ამყოფოს ყველა იმ ქართველი ვაჟკაცის სული, ვინც თავი მამულს ანაცვალა:




ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

No comments:

Post a Comment