აშშ-ს "ოპერატიული გამოცდებისა და შეფასების სამმართველოს" (Director, Operational Test and Evaluation - DOT&E) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მე-5 თაობის გამანადგურებლის იმიტატორი საჰაერო სამიზნის შექმნაზე.
კომპანია Kratos Defense & Security Solutions-ის უპილოტო კომპლექსი Kratos. აღნიშნული კომპლექსი აშშ-ს საჰაერო ძალების პერსპექტიულ დამრტყმელ უპილოტოს წარმოადგენს. სწორედ მის ბაზაზეა დაგეგმილი მე-5 თაობის გამანადგურებლის იმიტატორი სამიზნის შექმნა (წყარო - DOT&E reveals progress on 5GAT aerial target)
ორი პროტოტიპის აწყობა უკვე დაფინანსებულია, საფრენოსნო გამოცდები 2019 ფინანსურ წელს მოხდება. პროგრამაში მონაწილეობენ ისეთი უპილოტო საჰაერო სამიზნეები, როგორებიცაა კომპანია Kratos Defense & Security Solutions-ის უპილოტო კომპლექსი Kratos, კომპანია Sierra Technical Services-ს უპილოტო და ასევე კომპლექსი 5-D Systems.
კომპანია Sierra Technical Services მიერ წარმოდგენილი მე-5 თაობის საჰაერო სამიზნე. კომპანიამ ტექნიკური პროექტი წარადგინა და მისი დამტკიცება მოახდინა. პირველი ფრენა 2019 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, ფრთებისა და კორპუსის აწყობა უკვე დაწყებულია (წყარო - STS completes 5th Generation Aerial Target Critical Design Review)
აწყობის პროცესი
No comments:
Post a Comment