როგორც ამა წლის 27 სექტემბერს, ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა და შვედურმა კომპანია Saab AB-მა განაცხადეს, მათი ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი, სახელწოდებით Т-Х, აშშ-ს საჰაერო ძალების Т-Х პროგრამის გამარჯვებული გახდა. თვითმფრინავი უახლოეს მომავალში, მეწინავე, Northrop T-38 Talon-ის ტიპის, მომზადების სასწავლო-საწვრთნელ თვითმფრინავს ჩაანაცვლებს.
კონკურსში გამარჯვების შედეგად, კორპორაცია Boeing-მა, 813 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მიიღო, რომლის ფარგლებშიც მან უნდა განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო, დაამზადოს, მიაწოდოს, დახვეწოს და გამოცადოს T-X-ის ტიპის ხუთი საცდელი თვითმფრინავი და ასევე EMD-ს (Еngineering and manufacturing development) ფარგლებში შემკვეთს უნდა გადასცეს შვიდი სახმელეთო ტრენაჟორი. ეს ყველაფერი სან-ატონიო-რედოლფის ავიაბაზაზე 2023 წლისთვის უნდა იყოს მიწოდებული.
აშშ-ს საჰაერო ძალები განახლებული გეგმების მიხედვით, 2034 წლამდე, 475 ცალ სასწავლო თვითმფრინავ Т-Х-სა და 120 ცალ სახმელეთო ტრენაჟორს მიიღებს (წინა გეგმა 351 ცალი Т-Х-ს და 46 სახმელეთო ტრენაჟორის შეძენას ითვალისწინებდა). Boeing-თან დადებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულება 9,2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება. აღსანიშნავია რომ Т-Х პროგრამის ბიუჯეტი 19,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად Boeing-ისა და Saab-ის მიერ გაკეთებული შეთავაზება აშშ-ს საჰაერო ძალებს 10 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
Boeing T-X ეს ორკილიანი და ერთ ძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს Boeing F/A-18E/F Super Hornet-ს. თვითმფრინავი General Electric F404 ტიპის ძრავითაა აღჭურვილი. ჯე-რჯერობით უცნობია ახალი თვითმფრინავის ძირითადი მახასიათებლები. მოთხოვნის თანახმად Т-Х-მა უნდა აუზრუნველყოს მფრინავების 4+ და 5 თაობის გამანადგურებლების შესაბამაისი მეწინავე რეალისტური მომზადება.
წყარო:
No comments:
Post a Comment