Showing posts with label MQ-1 Predator. Show all posts
Showing posts with label MQ-1 Predator. Show all posts

Sunday, September 23, 2018

უპილოტო საფრენმა აპარატმა პირველად განახორციელა საჰაერო სამიზნის განადგურება

აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის თანახმად, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, სითბურთავაკიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის საშუალებით, პირველად მოახდინა საჰაერო სამიზნის განადგურება.


როგორც ცნობილი ხდება, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, მერილენდის შტატში, საცდელი ფრენის დროს, მცირე საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გასული წლის წარმატებულმა გამოცდამ აშშ-ს საჰაერო ძალებს უჩვენა რომ, MQ-9 Reaper-ს, სხვა პილოტირებადი თვითმფრინავების, F-15 Eagle და F-22 Raptor მსგავსად, საჰაერო ბრძლის წარმოება შეუძლია. ამის შესახებ ნევადას შტატში მდებარე კრიჩის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებული 432-ე ავიაფრთის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯულიან ჩიტერმა, განაცხადა.

ოფიცრის სიტყვების თანახმად, გასული წლის ნოემბერში, MQ-9 Reaper-მა, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის მეშვეობით, პირდაპირი დარტყმით გაანადგურა საჰაერო სამიზნე. მან ასევე დასძნა რომ, საჰაერო ძალები გეგმავს მრავალმხრივ სწავლებებში, მათ შორის Red Flag-ში,  მონაწილეობას, რომლის განმავლობაშიც შესწავლილი იქნება დრონის, როგორც საჰაერო ბრძლის კომპონენტის შესაძლებლობები და მისი გამოყენების ტაქტიკა, რათა სწორად მოახდინონ მოწინააღმდეგის საჰაერო ძალებთან გამკლავება.

სწავლებების მიზანს ისეთი ახლო საფრთხეებისთვის, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნები აქტიურად ავითარებენ თავის შესაძლებლობებს როგორც უპილოტო ავიაციაში, ასევე ჰიპერბგერით შეიარაღებაში, ელექტრონულ ბრძოლაში და ლაზერულ და სარაკეტო ტექნოლოგიებში. 

"მსოფლიოს დიდ ნაწილში არაპირდაპირი ჰიბრიდული ბრძოლები მიმდინარეობს" - დასძნა ჩიტერმა. ეჭვსგარეშეა რომ, MQ-9 Reaper ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. და თუ ამ უპილოტოს სხვა თვითმფრინავებთან ერთად შეფუთავთ, ის აუცილებლად მაღალ სიცოცხლისუნარიანობას უჩვენებს".

იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაყავთ 2017 წლიდან პენსიაში MQ-1 Predator-ი, მასზე უფრო დიდმა და უფრო სასიკვდილო MQ-9-მ თავისი ამოცანების ნომენკლატურის გაზრდა დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორც ავღანეთია. როგორც ცნობილია, ავღანეთში "ურყევი თავისუფლების" ოპერაციიდან, "NATO-ს ურყევი მხარდაჭერის" ოპერაციაზე გადასვლით, MQ-9-ის მისიები MQ-1-თთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.

ცნობისთვის MQ-9 Reaper-ის მარგი დატვირთვა 3750 ფუნტს (1701 კგ) უდრის. ამ წონაში მას შეუძლია ატაროს ისეთი რაკეტები და მართვადი ბომბები, როგორებიცაა AGM-114 Hellfire, GBU-12 Paveway II და GBU-38 Joint Direct Attack Munitions . ჩიტერის თანახმად, MQ-9-ის შეიარაღება საკმაოდ მოქნილია.


შეიარაღების ნომენკლატურიდან გამომდინარე, MQ-9 Reaper-ი, სახმელეთო სამიზნეებზეა ორიენტირებული, მაგრამ შარშანდელი გამოცდები მისი ტაქტიკური გამოყენებისა და შეიარაღების მოქნილობის ზრდის საშუალებას იძლევა, როდესაც უპილოტო შესძლებს ერთი კონტინენტიდან მეორეზე საჰაერო მისიების შესრულებას.

წყარო:

Thursday, January 21, 2016

აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატების ავარიულობის შესახებ

MQ-9 Reaper ავარიული დაჯდომის შემდეგ, ნიგერია, ნიამერის მიმდებარე ტერიტორია. 2014 წლის 20 ოქტომბერი



The Washington Post-ის ჟურნალისტის, უიტლოკ კრეიგის საინტერესო გამოძიება აშშ-ს მიერ 2015 წელს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ. მოკლე ანალიზი ასე გამოიყურება:

  • აშშ-ს საჰაერო ძალებმა 2015 წელს 10 ცალი MQ-9 Reaper (მომკელი) და 10 ცალი MQ-1 Predator (მტაცებელი) დაკარგა (განადგურებული ან მძიმედ დაზიანებული).

ერთი უპილოტო აშშ-ი განადგურდა, ექვსი ავღანეთში, ოთხი სომალის ნახევარკუნძულის რაიონში (აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაბაზა ჯიბუტი), სამი ერაყში, თითო ლივიაში, ქუვეითში, თურქეთში და სირიაში. ორი ავარიის ადგილმდებარეობა ოფიციალური წყაროების მიერ არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ ეს მალი და იემენია.
  • დანაკარგების ძირითადი მიზეზებია - ოპერატორის შეცდომა და გაუმართაობა ელექტროსისტემებში. დადასტურებულია მხოლოდ ერთი საბრძოლო დანაკარგი - სირიის ჰსთ-მ ლატაკიის პროვინციაში, 2015 წლის 17 მარტს MQ-1 Predator ჩამოაგდო.
  • აშშ-ს არმიამ დაადასტურა ოთხი ცალი უპილოტოს, Gray Eagle-ს დაკარგვა, აღნიშნული უპილოტო MQ-1 Predator-ის სრული ანალოგია. აქედან სამი ავღანეთში, ხოლო ერთი ერყაში იქნა დაკარგული.
  • 2014 წელთან შედარებით საფრენოსნო დრო 8%  შემცირდა.

დამრტყმელი უპილოტოები ასევე დგას NSA, CIA, NASA, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების, საფრანგეთის და იტალიის შეიარაღებაზე.
  • 2001 წლიდან მიღებული 269 ცალი MQ-1 Predator-იდან დაახლოებით ნახევარი სხვადასხვა მიზეზით დაიკარგა. დღეს-დღეობით ოპერატიულ მზადყოფნაში 140 ცალი აღნიშნული ტიპის უპილოტო იმყოფება. 2018 წლისათვის მათ სრულები MQ-9 Reaper ჩაანაცვლებს.

უპილოტოებზე მოდერნიზირებული დამხმარე ენერგოსისტემის დაყენება მიმდინარეობს, რაც ავარიულ მდგომარეობაში ფრენის დროს 1-დან 10 საათამდე გაზრდის. მოდერნიზაცია უკვე 47 მანქანას შეეხო.

Friday, October 25, 2013

Predator/Reaper ორი მილიონი საათი ჰაერში

MQ-1 Predator–მა და MQ-9 Reaper–მა აშშ–ს ავიაციის სამსახურში 2 მილიონი საფრენოსნო საათი შეასრულეს. აღსანიშნავია რომ ამ უპილოტო საფრენმა აპარატებმა, 1995 წლიდან 16 წლის განმავლობაში შეასრულეს ერთი მილიონი საათი, ხოლო მომდევნო მილიონი საათი სულ რაღაცა 2,5 წელიწადში იფრინეს, რაც მათი გამოყენების ინტენსივობაზე მოწმობს და კიდევ ერთხელ ადასტურებს შეიარაღებულ ძალებში მსგავსი აპარატების არსებობის აუცილებლობას. მთლიანობაში უპილოტოებმა 250 000 მისია განახორციელეს, საიდანაც 94 პროცენტი მსხვილი სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად იქნა განხორციელებული.


წყარო:
The AirForce's MQ-1 Predator & MQ-9 Reaper surpassed 2 million flight hours Oct. 22.