დღეს, საბერძნეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა პირველად განახორციელეს 97 წელს, კვიპროსის მიერ შესყიდული და შემდეგ საბერძნეთზე გადაცემული რუსული ჰსთ კომპლექსი, С–300 ПМУ1–ის საცეცხლე გამოცდები. კომპლექსი საბერძნეთის შეიარაღებაზე 14 წელია რაც დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ოპერატიული მზადყოფნა მიღწეული არ იყო – ბერძნულმა მხარემ პირველად განახორციელა მისი საცეცხლე გამოცდები.
სროლებს რუსული დელეგაცია დაესწრო. კომპლექსმა 30 კილომეტრის მოშორებით და 2კმ სიმაღლეზე მფრენი, მანევრირებადი, საკმაოდ მცირე ზომის საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. აღსანიშნავია რომ საზენიტო რაკეტები 15 წლის განმავლობაში ინახებოდა კონტეინერებში.
No comments:
Post a Comment