ესპანეთმა გამოსცადა ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი EIMOS–ი, რომელიც ტაქტიკურ, მრავალმიზნობრივ მანქანა URO VAMTAC–ზეა დამონტაჟებული.
სურათები გამოცდებიდან
კომპლექსი ბიკალიბრულია, შეუძლია მიიღოს როგორც 60მმ–ნი ასევე 81მმ–ნი ნაღმტყორცნო. ის ასევე აღჭურვილია ბრძოლის ველის ინფორმაციის მართვის სისტემით (BMS). რომელშიც ინტეგრირებული GPS და C2. ლულების მოტრიალების სექტორი 360 გრადუსია.
EIMOS–ის ტტმ:
მწარმოებელი – EXPAL
სროლის მანძილი 60მმ და 81მმ ნაღმტყორცნისთვის – 4,9კმ და 6,9კმ შესაბამისად
მაქსიმალური სიმაღლე – 1,705მმ და 2,050მმ შესაბამისად
კომპლექსის წონა – 500კგ (იცვლება მოდიფიკაციის მიხედვით)
გათვლა – 2 კაცი
დაზგის დიამეტრი – 780მმ
დამატებითი აღჭურვილობა:
ელექტრო ძრავა – 2 კილოვატი
უკუგორვის დამუხრუჭების ჰიდრავლიკური სისტემა
მაქსიმალური უკუგორვა – 300მმ
დამუხრუჭების სისტემა უკუგორვის 90% ახშობს.
სხვადასხვა კალიბრის ლულების შეცვლა 3 წუთშია შესაძლებელი, ასევე შესაძლებელია ნაღმტყორცნების მიწაზე განთავსება და მათი იქედან გამოყენება.
EIMOS
BMS
URO VAMTAC–ის ტტმ:
შეიარაღებაში მიღების წელი – 1998
სავალი ნაწილი – 4x4
სავარძლების რაოდენობა – 1+3
წონა – 3–3,5 ტონა
მაქსიმალური დატვირთვა – 1,5–2,5 ტონა
სიგრძე – 4,85/5,55მ
სიგანე – 2,18მ
სიმაღლე – 1,9მ
ძრავა – Steyr DIESEL
ძრავის სიმძლავრე – 166/188 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე – 126/135კმ/სთ
სლის მარაგი – 600კმ
გრადიენტი – 75%
დაგვერდება – 40%
ვერტიკალური კედელი – 0,5მ
არხი – 0,5მ
წყლის წინაღობის მოუმზადებლად დაძლევის სიღრმე – 0,75მ
წყლის წინაღობის მომზადებულად დაძლევის სიღრმე – 1,5მ
URO VAMTAC
No comments:
Post a Comment