Wednesday, June 6, 2012

MRAP/MPV - მოკლე მიმოხილვა

პირველი ნაწილი


ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით აღჭურვილ მანქანებს თავდაპირველად MPV (Mine Protected Vehicle – ნაღმებისგან დაცული მანქანა) ეწოდებოდა, ხოლო შემდეგ MRAP (Mine Resistant Ambush Protected – ნაღმებისადმი მდგრადი, ჩასაფრებისგან დაცული). ნაღმებისგან დაცული საშუალებების შექმნის პიონერები როდეზიელები იყვნენ, რომლებმაც 70–იანი წლების დასაწყისში საკუთარ თავზე გამოსცადეს ნეგრიტიელი ბოევიკების ტერორი, მათ შორის გზებზეც. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყეს იმპროვიზირება: ავტომანქანა ლენდროვერს ქვევიდან აკრავდნენ ჯავშანფილებს, რომლებიც იმგვარად იყო დახრილი რომ იწვევდა აფეთქების ტალღის გაფანტვას, მანქანის იატაკზე ლაგდებოდა წყლით სავსე რეზინის ჭურჭლები, ხოლო სახურავზე ამოტრიალების შემთხვევაში ამორტიზატორის როლის შესასრულებლად საბურავებს ამაგრებდნენ. ამ საშუალებების დახმარებით მოხერხდა აფეთქების შედეგად დაღუპილების რაოდენობის 22%–დან 7,5%–მდე ჩამოყვანა


MPV–ს შემდეგი ბაბუა Hyena (გიენა) გახდა. Hyena შემუშავებული იქნა 1970 წელს, იწარმოებოდა 1974 წლამდე. კაპოტისა, შასის და სიჩქარის 127კმ/სთ მიხედვით Hyena–ც ლენ როვერის ბაზაზეა აწყობილი.

1970 წელშივე დაიწყო Wolf–ის (მგელი) წარმოება, თუმცა ეს მანქანა უკვე უნიმოგის ბაზაზე იყო აწყობილი.

აქ უკვე კარგად ჩანს ყველა მომდევნო MPV–ს დაცვის საერთო მახასიათებლები: კორპუსის «V» მაგვარი ფსკერი, რომელიც იცავდა ეკიპაჟს და პასაჟირებს ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში, ასევე კორპუსის გარეთ გატანილი თვლები, თვლების თაღების არ ქონდა და კორპუსისა და საციცოცხლო კვანძების მეტნაკლებად არსებული ჯავშან დაცვა (ნამსხვრევებისგან და ავტომატური ცეცხლისგან).

1974–78 წლებში, ბედფორდის სატვირთოებზე იწყობოდა ჯავშანმანქანა Hippo (ბეჰემოტი):



70–იან წლებში სატვირთო MPV–ეები იწყობოდა ყველა ხელთ არსებული სატვირთოს შასიზე.

Zebra (ზებრა). ბედფორდის შასიზე, ტვირთამწეობა მიახლოებით 3ტ. 70–იანებში აწყობილი იქან 81 ცალი. სურათებზე ჩანს მძღოლის ჯავშან კაბინა და ძრავის ნაწილობრივი დაჯავშნა.


1974 წელს, მას შემდეგ რაც გამომგონებელ ერნესტ კონშელის (Ernest Konshel) ახლო ნათესავი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა, გამომგონებელი სრულიად ჩაეფლო აფეთქების შედეგად მანქანის დაზიანების კვლევაში და შექმნა ნაღმდაცული მანქანა Leopard (ლეოპარდი), რომელსაც გააჩნდა 6 პასაჟირზე განკუთვნილი «V» მაგვარი კორპუსი. მანქანის კორპუსი სხვებთან შედარებით გზიდან უფრო მაღლა იყო აწეული. ძრავა, ტრანსმისია და მგზავრები ჯავშანსმიღმა თავსდებოდნენ. ნაღმს მწყობრიდან მხოლოდ შასი გამოყავდა, რომელიც შემდეგში ადვილად იცვლებოდა.


მაღლა აწეული კორპუსის გარდა მანქანას გააჩნდა სხვა ბევრი სიახლე და განსაკუთრებ–ული გადაწყვეტილება:
– ღერძების სპეციალური, მართვადი განადგურების მქონე სამაგრები. ამის წყალობით აფეთქების შედეგად ხდებოდა ღერძების გატყორცნა და ტალღა მანქანას არ გადაეცემოდა. ასევე ეს იძლეოდა მათი სწრაფი და ილოად  შეცვლის საშუალებას.
– მყარი, მილისებრი ჩარჩო, რომელიც ეკიპაჟს გადაბრუნების შემთხვევაში იცავდა. ყველა სავარძელი აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ღვედებით.
– საწვავის ავზები და აკუმულატორები განთავსდა მანქანის კორპუსიდან მოშორებით სწრაფად მოშორებად სამაგრეებზე, რისი საშუელებითაც ხდება აფეთქების დროს ხანძრისგან პროფილაქტიკა. ხანძარსაშიშროების შემცირების მიზნით საწვავი ავზების მოცულობა შე,მცირებულია 40 ლიტრამდე (მოგვიანებით 60 ლიტრამდე გაიზარდა).

- წნევის შიგნით და გარეთ გათანაბრების მიზნით მანქანა ზემოდან ახდილი იყო, სახურავზე ტენტი ეფარა, რომელიც ეკიპაჟს მტვირსა და წვიმისგან იცავდა.
– დაკიდების გრძივი ღეძების გამოყენების წყალობით დაკიდება საშუალებას იძლეოდა მანქანა რელიეფს მიჰყოლოდა.
კორპუსის ქვემოდან დამატებითი ეკრანებით აღჭურვილი გვიანდელი ვერსია. მანქანა შერებილია სტანდარტულ  Drab Green ფერში.

Leopard Mk.5 ხედი უკნიდან (სარემონტო სახელოსნოში). აკუმლიატორების განყოფილება ღიაა, აკუმლიატორები ამოღებული. ძრავა, სიჩქარეთა კოლოფი და ღერძები შეუჯავშნავია, ძირითადად წონის შემცირების მიზნით. პრაქტიკუჯლა ყველა ეს დეტალი გამოღებულია მანქანა VW Kombi–დან და უძლებდა ეკიპაჟის გარდა 1800კგ მარგ დატვირთვას. 1975–დან 1979 წლამდე აწყობილი იქნა 725–დან 750 მანქანამდე. ამ მანქანის დაფიქსირებული 67 აფეთქებიდან მხოლოდ 6 ადამიანი დაიღუპა.

სხვათა შორის ერნესტ კონშელმა კიდევ რამდენიმე მანქანა შეიმუშავა, მათ შორის Pookie (პუკი). ამ შემთხვევაშიც როდეზიელებმა არ უღალატეს თავის წესს და მანქანას ცხოველის სახელი უწოდეს. Pookie - ეს არის შემოკლებული–  Impukunyani, ასე უწოდებს ნდებელეს ხალხი გალაგოს, მცირე ზომის მაიმუნებს. რაღაცით მანქანა მართლა წააგავს ამ მცირე პრიმატებს.


ეს ერთადგილიანი მანქანა გამოიყენებოდა როგორც ნაღმძებნი. «V» მაგვარი კორპუსი მონონკოკი იცავდა მძღოლ, ხოლო მცირე წონდა და განიერი თვლები (ფორმულა–1 ბოლიდების საბურავები, რომლებიც ნახევრად იყო გაბერილი) ამცირებდნენ წნევას გრუნტზე იმ დონემდე რომ ბევრი დაწოლითი ნაღმი მანქანის გადავლის შედეგად არ ფეთქდებოდა (ამ მიზნით ძრავაც უკანაა გატანილი, რათა კიდევ უფრო მოახდინოს მანქანის წინა ნაწილის განტვირთვა). მეტალოდექტექტორი (მისი ფირფიტა მანაქნის ღერძებს შორის სჩანს), საშუალებას იძლეოდა მოეძებნათ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები TM-46, ხოლო არალითონის ნაღმებისთვის არსებობდა ეხოლოკატორი, რომელიც მიწის ხმოვანი ტალღებით ზონდირებას ახროციელებდა. ამ სენსორებიდან მიღბეული სიგნალი გამომთვლელი მოწყობილობის დახმარებით ანალიზირდებოდა.
Pookie - ეს ხედი უკნიდან.

Pookie - ეს კონსტრუქციაში გათვლილი იყო მართვადი განადგურება. ანუ აფეთქების შემთხვევაში მანქანა კონკრეტულად გათვლილ ადგილებში იშლებოიდა.
მანქანის აღდგენა ხორციელდებოდა აფეთქების შედეგად მომძვრალი დეტალების მოძებნის და უკან მიხრახნის გზით. Pookie - ეს წარმატებას ხელი შეუწყო როდეზიის მყარმა გრუნტმა და ლითონდაბინძურების სიმცირემ და რაც მთავარია ეკიპაჟის მაღალმა დაცულობამ. ამ ყველაფერმა როდეზიელ გამნაღმვველებს საშუალება მისცა ამ მანქანის დახმარებით სულ რაღაც 4 წელიწადში აღმოეჩინდა 550 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. ასევე არავინ დაშავებულა მანქანის აფეთქების შედეგად.
12 ცალი ასეთი მანქანა განადგურებული იქნა ჩასაფრებების შედეგად. ამიტომ ეს მანქანები როგორც წესი წინ მიუძღოდნენ კოლონას და ახდენდნენ ნაღმების მხოლოდ მარკირებას, რომელთა განადგურებასაც შემდეგში უკან მომავალი გამნაღმვბელები ახორციელებდნენ.



2 პროტოტიპის ჩათვლით გამოშვებული იქნა 75 ცალი მანქანა, რომელთა შორის მცირედი სხვაობები იყო (შასი,დეტექტორები,კორპუსი).

რადგანაც როდეზიას დაწესებული ჰქონდა ემბარგო მიღებული იქნა ერთად–ერთი მართებული გადაწყვეტილება – გამოეყენებინათ ხელთ არსებული სატვირთო მანქანები. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია დიდი რაოდენობით სხვადასხვა MPV მანქანების გამოჩენა.

Cougar (კუგუარი) – 1979 წელი, «V» მაგვარი ფსკერით






Organ - ცოტა უცნაური Cougar–ი. წინ განთავსებული აქვს საფანტის მორტირები, «V» მაგვარი ფსკერით
Panther (პანტერა) – Cougar–ის ტყვიამფრქვევით და ჯავშანშუშით აღჭურვილი საპატრულო ვარიანტი, «V» მაგვარი ფსკერით

Rhino (მარტორქა) – 1977 წელის. გამოირჩევა წრიული ლასტებით და მომრგვალო ფორმებით. ბაზა – ლენდროვერი. დანიშნული იყო პოლიციისთვის, მაგრამ  თეთრი ოჯახისთვის გამოდგა კარგი სამუშაო მანქანა. «V» მაგვარი ფსკერით



No comments:

Post a Comment