ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. სწავლების დასრულება სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნით აღნიშნეს. ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ამერიკული „ბრედლებით“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებით ქსმ2 შეტევის ოპერაცია განახორციელეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს სწავლება ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინსვლას და დაეხმარება ნატოში გაწევრიანების გზაზე. „იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამთავრობო დონეზე იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება საქართველოს მიწაზე შემდგარიყო. ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვია ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სამხედროებს სწავლების დასრულება მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა: „მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ მნიშვნელოვანი სწავლების წარმატებით დასრულებას. ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამ დღეების განმავლობაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა მართლაც ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს ერთმანეთს. ეს წვრთნა არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრების ერთგული და ღირსეული პარტნიორი.“
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალურად ამ სწავლებისთვის შექმნილი საპრეზიდენტო მედალიონები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა უწყებრივი მედლებით ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. სწავლებაში მონაწილეობას დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იღებდა.
Closing ceremony of the U.S.-Georgia Joint Military Exercise “Noble Partner 2015” was held in Vaziani today. Special demonstration training with participation of the American infantry fighting vehicles “Bradely” and infantry fighting vehicles BMP-2 was held on the final day of the exercise.
President of Georgia Giorgi Margvelashvili, Defence Minister Tinatin Khidasheli, Chief of General Staff of GAF Major-General Vakhtang Kapanadze and Members of the Parliament of Georgia attended the solemn ceremony.
According to the President of Georgia this exercise will assist to development of the Georgian Armed Forces and NATO integration process. “It required strong will and principle position of many people to hold this exercise in Georgia. I would like to thank all the people who were involved at the highest political, diplomatic and governmental levels to ensure that this historic exercises were held on the Georgian ground, but the biggest contributors are the people who wear uniforms today and serve Georgia as well as global peace", - Giorgi Margvelashvili said.
Minister of Defence of Georgia congratulated on successful accomplishment of the military exercise to the participants: “I am very glad that I am celebrating closing of this important training with you today. This exercise is one more important step forward to strengthening military cooperation between our two countries. During these days Georgian and American military servants were worthy partners to each other and justified the name of the exercise. This military training is another clear example that the Georgian Army has always been and will be devoted partner for its strategic partners to contribute to the global security and international peace.”
President Margvelashvli handed over special coins to the participants of the military exercise. Defence Minister and Chief of General Staff awarded the Georgian and American military servants with the medals.
“Noble Partner 2015” was held for the first time in Georgia and was aimed at strengthening the readiness of the Georgian Armed Forces to join the NRF. Approximately 600 Georgian and American military servants took part in the military exercise.
No comments:
Post a Comment