Monday, May 25, 2015

უნივერსალურ მუხლუხოვან პლატფორმაზე შექმნილი ტანკ Т-14 ტაქტიკურ–ტექნიკური მონაცემები

ალექსეი ხლოპოტოვის ბლოგში გამოქვეყნდა ტანკ Т-14 ("Объект 148") და მქსმ Т-15 ("Объект 149") ტაქტიკურ–ტექნიკური მონაცემები. გაითვალისწინეთ რომ  ამ ინფორმაციის გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში შეუძლებელოია და ამიტომ ზოგი მონაცემი შეიძლება არასწორი იყოს.

როგორც მწარმოებელი, ОАО "НПК "Уралвагонзавод", იუწყება – Т-14 ეს ომისშემდგომი მესამე თაობის ერთადერთი ტანკია. სამხედრო ექსპერტების აზრით,  "Армата" – ეს ტანკმშენებლობაში ახალი სიტყვაა. მანქანაში ბევრი ახალი საკონსტრუქციო გადაწყვეტილებაა გამოყენებული, კერძოდ ტანკის კოშკურა უკაცურია. პირველად მოხდა ეკიპაჟის, საბრძოლო მარაგისგან განცალკევებით დაჯავშნულ კაფსულაში მოთავსება. თავის მხრივ ეს ზომები ეკიპაჟის გადარჩენადობას კოშკურის ან საბრძოლო მარაგის დაზიანების შემთხვევაშიც კი საგრძნობლად ზრდის.

მანქანის ორიგინალური სილუეტი, რომელზეც სპეციალური საფარველია დატანილი ამცირებს მის შემჩნევადობას როგორც რადიოლოკაციურ, ასევე სითბურ სპექტრში.

"Армата" აღჭურვილია დინამიკური და აქტიური დაცვის სისტემებით, მასზე ასევე აყენია მძლავრი ქვემეხით და ავტომატური დამტენით აღჭურვილი დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული. კორპუსისა და კოშკურის პერიმეტრზე ოპტიკურ–ელექტრონული დაკვირვების, დამიზნებისა და აღმოჩენის ხელსაწყოები აყენია.

ტანკი Т-14 ("Объект 148") "Армата"–ს პლატფორმაზე

მისი დანიშნულებაა ბირთვული და სხვა მასიური განადგურების საშუალებებით დაბინძურების პირობებში ძირითადი მრავალფუნქციური საბრძოლო საშუალების სახით აწარმოოს მანევრული ბრძოლები მოწინააღმდეგის სატანკო და მოტოქვეით ქვედანაყოფებთან.



ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები:
  • ეკიპაჟი – 3 კაცი
  • საბრძოლო წონა – 48ტ
  • წონა ქალაქის პირობებში ბრძოლის წარმოებისთვის განკუთვნილი კომპლექტით – 53ტ
  • სიგრძე ქვემეხით წინ – 10,8მ
  • სიგანე – 3,5მ
  • სიგანე ეკრანებით – 3,9მ
  • სიმაღლე – 3,3მ

შეიარაღება:
  • 1х125მმ–ნი გლუვლულიანი ქვემეხ–გამშვები მოწყობილობა 2А82-1М
  • საბრძოლო მარაგი – 40 გასროლა (აქედან 32 ცალი ავტომატურ დამტენში)
  • 1х7,62მმ–ნი დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი ПКТМ
  • საბრძოლო მარაგი – 2000 ტყვია უწყვეტ ლენტში

ძალური დანადგარი:
  • ტურბოშექშენვის მქონე Х-ფორმის მრავალსაწვავიანი დიზელი – 2В-12-3А
  • სიმძლავრე – 1200–1500ც/ძ
  • ტრანსმისია – მექანიკური, "რობოტიზირებული"
  • გაგრილების სისტემა – ვენტილიატორით (ოლრი ვენტილიატორი)
  • საკიდარი – მართვადი ფრთიანი ამორტიზატორები, ჰიდროსაბჯენები
  • მუხლუხები – პარალელური რეზინო–მექანიკური სახსრით, 93 წევრი, ფოლადის სარბენი ბილიკით. შესაძლებელია ასვალტზე სასიარულო რეზინის სატრეფულების დაყენება
  • მაქსიმალური სიჩქარე – 76–80კმ.სთ
  • საშუალო სიჩქარე უგზოობაზე – 45–50კმ/სთ
  • სვლის მარაგი (დამატებითი ავზების გარეშე) – 500კმ

დაცვა:
კომბინირებული, მოდულური, უნივერსალური დინამიკური დაცვის კომპლექსი, ადკ "Афганит", მრავალსპექტრალური ფარდის დაყენების სისტემა, ზედა ნახევარსფეროს დაცვის სისტემა, ელექტრომაგნიტური დაცვის სისტემა, რადიოამფეთების ჩახშობის კომპლექსი, ეკიპაჟის განლაგების რაიონში ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა.
ცეცხლის მართვის სისტემა:
  • მემიზნის სამიზნე – დღის–ღამის მრავალარხიანი
  • მეთაურის პანორამული სამიზნე – დღის–ღამის მრავალარხიანი
მიზნების აღმოჩენისა და ამოცნობის მანძილი მსოფლიოს საუკეთესო ანალოგების შესაბამისია (რა საინტერესო განსაზღვრებაა :D). რეალიზირებულია მეთაურისა და მემიზნის სამუშაოს სრული დუბლირება.
  • სარეზერვო სამიზნე – დაბალგანათებიანი სატელევიზიო სამიზნე, ავტონომიური კვებით
მიზნის ავტომატურად მიყოლა. ლულის დრეკვის ავტომატურად გამომთვლელი მოწყობილობა.  ავტონომიური კვების მქონე TV კამერების საშუალებით ეკიპაჟის ყველა წევრისთვის სრული წრიული ხედვის შესაძლებლობა.
  • АСУтб-ში ინტეგრაცია გარე მიზანჩვენებით სროლის შესაძლებლობა.
  • ერგონომიულობა ტანკის ეკიპაჟს, ტანკში 72 საათი ყოფნის საშუალებას უზრუნველყოფს.
  • საგარანტიო რესურსი – 14000კმ (თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი)
წყარო:

No comments:

Post a Comment