შარშან 26 მაისს გამოფენაზე გამოტანილი იქნა მცირეგაბარიტებიანი ვერტმფრენი "Exec-162F", რომელიც მანამდეც არაერთხელ იქნა შემჩნეული, თუმცა პირველად ასე ოფიციალურად მისი გამოგორება შარშან გაზაფხულზე მოხდა. მაშინ ამ ვერტმფრენს ჩემი დიდი დაინტერესება არ გამოუწვევია.
ვერტმფრენი "Exec-162F" (ფოტო 2014 წლის 26 მაისსა გადაღებული)
ვერტმფრენის მოკლე ტტმ
წელს დელტამ უკვე უპილოტო ვერტმფრენით გაგვახარა, რომელიც სწორედ ამ მცირეგაბარიტებიანი "Exec-162F"–ის ბაზაზეა აწყობილი
ვერტმფრენი "Exec-162F" ამერიკული კომპანიის, RotorWay–ს ნაწარმია. აღნიშნული მანქანა 1994 წლიდან 2011 წლამდე იწარმოებოდა. სულ 700–მდე ერთეული "Exec-162F" იქნა გამოშვებული. დღეს მხოლოდ ნაწილების ან ნახმარი ვერტმფრენის შეძენაა შესაძლებელი. ახალი ვერტმფრენის ფასი საშუალოდ 65 000 აშშ დოლარს შეადგენდა (ნახმარის ყიდვა გაცილებით იაფადაც შეიძლება).
გამოფენაზე დელტას მიერ გავრცელებული ბუკლეტების მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების სფეროებია:
- რადიოლოკაციური, ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით საზღვრების მონიტორინგი;
- დაზვერვა, იარაღის მიზანმიმართვა.
- რადიო და სხვა ელექტრონული სიგნალების რეტრანსლირება; გარკვეულ ობიექტებზე ვიზუალური კონტროლი;
- აეროფოტოგადაღებები;
- სოფლის მეურნეობის ერიგაციის სისტემების მონიტორინგი და ქიმიკატების დაფრქვევა;
- სარწყავი წყლის გამოყენებაზე კონტროლი;
- საზღვაო აკვატორიაში დაბინძურების კერების აღმოჩენა;
- გარემოს დაცვაში ხანძრის კერების აღმოჩენა;
- ვიდეოგადაღებები;
- ტვირთის გადაზიდვა;
რას წარმოადგენს ვერტმფრენი "Exec-162F"?
რადგანაც "დელტა" თავისი უპილოტოს მონაცემებს არ ასაჯაროვებს, ამიტომ საბაზისო მოდელის მახასიათებლებით დავკმაყოფილდეთ:
ვერტმფრენი "Exec-162F"–ის გათანწყობის სქემატური გამოსახულება
ტტმ:
ძალური დანადგარი – RI-162F
მაქსიმალური ასაფრენი წონა – 680კგ
ცარიელი ვერტმფრენის წონა – 442კგ
მარგი დატვირთვის წონა – 238კგ
საწვავის მარაგი – 64ლტ
საფრენოსნო მახასიათებლები:
სწრაფამწეობა – 5,1მ/წმ
ფრენის ჭერი – 3048მ
ფრენის მაქსიმალური რადიუსი – 290კმ
ფრენის დრო – 2სთ
კრეისერული სიჩქარე – 153კმ/სთ
მაქსიმალური სიჩქარე – 185კმ/სთ
ზომები:
მზიდი ხრახნის დიამეტრი – 7,6მ
საჭის ხრახნის დიამეტრი – 1,2მ
სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე – 6,7მ
მთლიანი სიგრძე – 9მ
კაბინის სიგანე – 1,1მ
სიგანე შასის მიხედვით – 1,6მ
სიმაღლე – 2,4მ
ვერტმფრენის ზომები
ვერტმფრენი "Exec-162F"–ის მზიდი კარკასი
ძრავა RI-162F:
მწარმოებელი – RotorWay International
ტიპი – 4 ტაქტიანი, 4 ცილინდრიანი
მაქსიმალური სიმძლავრე 4250ბ/წთ–ზე – 150ც/ძ
მოცულობა – 2659cc (კუბუსი სანტიმეტრი)
გაგრილება – თხევადი
მშრალი წონა – 85კგ
ვერტმფრენი თხილამურა შასითაა აღჭურვილი, რომელზეც შესაძლებელია ორი ცალი საყრდენი თვალის დაყენება
დელტას მიერ გამოგორებულ დამრტყმელი კონფიგურაციის ვერტიკალური აფრენ–დაფრენის უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილი იყო ორი ცალი, გატლინგის სქემით აწყობილი სწრაფმსროლელი, 6 ლულიანი ტყვიამფრქვევი M-134-ით და უმართავი რაკეტების ორი ბლოკის მაკეტით (თითოში 4 რაკეტაა).
ვერტმფრენის ფუზელაჟის ქვეშ, ცხვირა ნაწილში ეყენა სავარაუდოდ ეყენა FLIR, რომელიც ჩიხოლით იყო შეფუთილი, უცნობია თუ რა აპარატურითაა აღჭურვილი აღნიშნული კომპლექსი.
ვერტმფრენის ფუზელაჟის ქვეშ, ცხვირა ნაწილში ეყენა სავარაუდოდ ეყენა FLIR, რომელიც ჩიხოლით იყო შეფუთილი, უცნობია თუ რა აპარატურითაა აღჭურვილი აღნიშნული კომპლექსი.
სრულებით შეცვლილია ვერტმფრენის კორპუსი, ეკიპაჟის ნაკვეთური გაუქმებულია და მისი ადგილი ცეცხლის მართვის სისტემებს და საბრძოლო მარაგს უკავია.
უცნობია ახალი კორპუსის მასალა, თუმცა დელტას წარმომადგენლის განცხადების თანახმად მანქანა რადარებისთვის ძნელად შესამჩნევიაო, რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა არ ვიცი (როგორც წესი კონკრეტულად არაფერს გპასუხობენ, ან არ იაციან, ამიტომ კითხვას აზრი არა აქვს), მაგრამ სავარაუდოდ თავისი მცირე ზომებისა და კორპუსის სპეციალური მასალის წყალობით არაა გამორიცხული რომ ვერტმფრენი რადარებისთვის მართლაც და რთული სამიზნე იყოს.
უპილოტო ფერტმფრენის საერთო ხედი
No comments:
Post a Comment