Showing posts with label სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა. Show all posts
Showing posts with label სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა. Show all posts

Sunday, September 3, 2017

Тайфун К-4386 - რუსების მოდულური ჯავშანმანქანა

საინტერესოა - Тайфун К-4386 (ამ მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - Тайфун К-4386 გამოფენა Армия-2017-ზემოდულური პრინციპითაა შექმნილი - საბრძოლო ან სამგზავრო მოდულის ნაცვლად მასზე შესაძლებელია სხვა ფუნქციური, მაგალითად სამედიცინო მოდულის დაყენება. ქვემოთ ფოტოზე ზუსტად მასეთი მოდულია მოყვანილი. 


წყარო:
АРМИЯ-2017. броня, огонь и колеса



P.S. საინტერესოა - რუსები ტრადიცულად სამედიცინო-საევაკუაციო მანქანებზე ჯალამბრებს აყენებენ (მინიატურულ ამწე კრანებს).

Tuesday, May 26, 2015

შეჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა "დიდგორის" ბაზაზე

დელტას მიერ "დიდგორის" ბაზაზე შემქნილი სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა. მასში შეცვლილია კორპუსის დიზაინი და ის დაჭრილების ტრანსპორტირებისთვისაა ადაპტირებული. მანქანას მთლიანობაში 4 მწოლიარე დაჭრილის გადაყვანა შეუძლია. მასში მეთაურისა და მძღოლის ადგილის გარდა ასევე გათვალისწინებულია საბრძოლო სანიტარის ადგილიც, რომელიც დაჭრილების განყოფილებაშია განთავსებული.
ცვლილება ასევე შეეხო მანქანის დაცვასაც, კორპუსის გარედან დამატებითი ჯავშანფილებია დამაგრებული. დაცვის გაზრდის შედეგად მანქანის წონამ 800კგ–თი (მიახლოებით) მოიმატა, რამაც მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ–მდე შეამცირა.


საევაკუაციო ნაკვეთური ოთხ დაჭრილს იტევს. უკანა ფონზე, საკაცურებს შორის სანიტარის სავარძელია განთავსებული

მძღოლისა და მანქანის მეთაურის ადგილები

მანქანის მოკლედ ტტმ