საფრანგეთში გამართულ გამოფენა EUROSATORY-2012-ზე, ჩინურმა კომპანია NORINCO-მ წარადგინა ახალი საექსპორტო ტანკი, რომელიც წარმოადგენს უკვე რამოდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში მიღებული ჩინური ტანკის, VT-1A-ს განვითარებას. ამ მოდიფიკაციამ მიიღო სახელწოდება МВТ-3000( ამის თაობაზე უკვე ვწერდი:
ახალი ჩინური ტანკი MBT-3000 (Т-72 + Leopard-2) ). ძირითადი სხვაობა ძველ მოდელთან - ახალი 1300ც/ძ-ნი ძრავის დაყენებაში გამოიხატება.
VT-1A პერუში
ადრე ექსპორტირებულ ტანკებზე უკრაინული 1200ც/ძ-ნი ძრავები ეყენა. თუმცაღა იმის მერე რაც უკრაინის მიერ ძრავების მიწოდებაზე უარის თქმის გამო ჩინეთს პერუსთან დადებული ხელშეკრულება ჩაიუვარდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტანკზე საკუთარი ძრავის გამოყენების შესახებ. NORINCO-ს ეს საშუალებას მისცემს არ იყოს დამოკიდებული უცხოელ მიმწოდებლებზე. თუმცა ადრე იუწყებოდნენ რომ ჩინურ ძრავას უფრო დაბალი რესურსი გააჩნდა ვიდრე უკრაინულს.
EUROSATORY-2012-ზე გამოტანილი МВТ-3000-ს მაკეტი
МВТ-3000 გამოცდებზე
ტანკის წონა მიახლოებით 50 ტონაა. მაქსიმალური სიჩქარე 70-75კმ/სთ. სვლის მარაგი 500კმ. ტანკს შეუძლია გადალახოს 4 მეტრა სიღრმის წყლის წინაღობა სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.
ტანკის აღნიშნული ვერსია აღჭურვილია 125მმ-ნი გლუვლუვლიანი ქვემეხით, რომელიც საბჭოთა ანალოგის საფუძველზეა შექმნილი და შეუძლია მართვადი რაკეტების 5000 მეტრზე სროლა. ამას გარდა ტანკი აღჭურვილია 12,7მმ და 7,62მმ ტყვიამფრქვევებით. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 38 გასროლააა, რომელთაგან 22 ავტომატურ დამტენშია მოთავსებული. ავტომატური დამტენიც საბჭოთა Т-72-ის ავტომატური დამტენის კოპიოა.
კოშკურაზე დაყენებულ მორტურებს შეუძლიათ არა მარტო საკვამლე ყუმბარების სროლა არამედ მსხვრევადი ჭურვებისაც მტრის ქვეითების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ტანკი ასევე აღჭურვილია დაკვირვებისა და დამიზნების თანამედროვე სისტემებით. მაგალითად, მძღოლ მექანიკოსს გააჩნია არა გაგრილებად მე-3 თაობის სითბოვიზორი.
სითბოვიზორები გააჩნიათ ასევე მემიზნე ოპერატორს და მანქანის მეთაურს. კავშირისა და ნავიგაციის სისტემებიც ასევე პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს.
ტანკზე განთავსებულია გაუმჯობესებული დინამიკური დაცვა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, მოცემული მანქანა სერიოზულ კონკურენციას გაუწევს რუსულТ-90СМ და უკრაინულ "Оплоту".
No comments:
Post a Comment