ბოლო წლებში რუსეთში სამხედრო წარმოების მიმართ მიდგომა საკმაოდ შეიცვალა. ჩვენთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ 90-ნების შემდეგ მათ სამხედრო საწარმოო კომპლექსს გამოცოცხლება დაეტყო და არმიისგან შეკვეთებიც საკმარისი მიიღო. ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2010 წლის 5 თებერვლის განსაკუთრებული ბრძანებულება N143, რომელიც საზღვრავს სამხედრო საწარმოო კომპლექსის ფუნქციას - "შეიარაღების ნიმუშების და სპეციალური სამხედრო ტექნიკის და პერსპექტიული სისტემების შემუშავება და წარმოება, სამხედრო დანიშნულების ნაწარმის კონკურენტუნარიანობის და ხარისხის ამაღლება". ამ ყველაფრის ფონზე დაწყებულია დაფინანსების გამოყოფაც და საცდელ-საკონსტრუქციო სამშუაოებიც ინტენსიურად იწარმოება. აღსანიშნავია რომ ყველაფერთან ერთად საკმაო გამოცოცხლებაა ჯავშანსატანკო სფეროშიც და მათ შორის სატანკო მიმართულებით.
ადრე ტანკები იწყობოდა ფართომაშტაბიანი, ბირთვული ომის დოკტრინის მიხედვით და ამიტომ მათ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები პასუხობდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ბირთვული იარაღის დარტყმის ტალღისადმი მდგრადობა.
- დასნებოვნებულ ტერიტორიაზე ეკიპაჟის დაცვა.
- მძლავრი სატანკო "მუშტის" წყალობით მასირუი ფრონტალური ან ფლანგური დარტყმების განხორციელება.
- სირაულში ქვემეხიდან და ტყვიამფრქვევიდან სროლა და ნებისმიერი საფრთხის ჩახშობა.
საბჭოთა T-64, T-72 და T-80 ყველა ამ მოთხოვნებს პასუხობდნენ. ასევე აღსანიშნავია რომ პირველად ამ ტანკებზე მოხდა მართვადი რაკეტების საბრძოლო კომპლექტში შეტანა და ავტომატური დამტენი მექანიზმის გამოყენება. ასევე საბჭოთა კონსტრუქტორები იყვნენ პირველები, ვინც სერიულად დაიწყეს ტანკებში კომბინირებული ჯავშნის, აქტიური დაცვის და ოპტიკურ-ელექტრონული ხარვეზების დამდგმელი კომპლექსების გამოყენება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ტანკის რადიო-ელექტრონული შემჩნევადობის (მოდური ტერმინი "სტელსი") შემცირების ღონისძიებები პირველად მსოფლიოში T-80У-ს კონსტრუქციაში იქნა გატარებული - T-80У-სთვის შემუშავებული იქნა სპეციალური, რადიომშთანთქავი, პოლიმერული, კომპოზიციური მასალა, რომელიც ინტერფერენციული ტიპისაა. ასეთი მასალების მოქმედება საფარველის შიდა და გარე ზედაპირებს შორის რადიოტალღების არეკვლას და ურთიერთჩახშობას ეფუძვნება, რაც მანქანის აღმოჩენის მანძილს 5-ჯერ ამცირებს. საბჭოთა კავშირი ასევე პირველი იყო ვინც სერიაში ჩაუშვა აირტურბინული ძრავით აღჭურვილი ტანკი.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ტანკები ბდასავლეთის ტანკებს ჩამორჩნენ არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკური კუთხით (ზოგიერთი ექსპერტის აზრით 1,9-ჯერ) არამედ რაოდენობრივი მაჩვენებლითაც (მაგალითად რუსეთის არმიაში თანამედროვე T-80У და T-90A რაოდენობა მხოლოდ 5%, ხოლო ნატოს ჯარებში თანამედროვე ტანკების რაოდენობა 40% უდრის).
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ტანკები ბდასავლეთის ტანკებს ჩამორჩნენ არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკური კუთხით (ზოგიერთი ექსპერტის აზრით 1,9-ჯერ) არამედ რაოდენობრივი მაჩვენებლითაც (მაგალითად რუსეთის არმიაში თანამედროვე T-80У და T-90A რაოდენობა მხოლოდ 5%, ხოლო ნატოს ჯარებში თანამედროვე ტანკების რაოდენობა 40% უდრის).
ამას გარდა ბოლო დროს მომხდარმა კონფლიქტებმა აჩვენა რომ ტანკმა თანამედროვე ბრძოლის ველზე სულ სხვა მისია მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. შეიმჩნევა განვითარების ახალი ტენდენციები, პირველ რიგში ტანკების დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებში, ტყეში და მთის მასივებში ადაპტაცია, სადაც მათ მასიურ გამოყენებაზე საუბარიც კი ზედმეტია. პრიორიტეტული ხდება მოთხოვნები დაცვის და დაცულობის მიმართ და განსაკუთრები ახლო მანძილებიდან, ზემოდან და გვერდითი შეტევებისგან, ასევე გაზრდილია მოთხოვნები ბრძოლის ველზე დაკვირვების და "ხედვის" (განსაკუთრებით ღამით), ეკიპაჟის ბრძოლის ველის ინფორმატიულობის და ავტონომიურად მოქმედების მიმართ, გამავლობის და ტრანსპორტაბელურობის და თვით კომფორტის მიმართაც.
ყველა ეს მოთხოვნა გამოიწვევს ტანკების ახალი თაობის გამოჩენას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან - უფრო მძლავრი ქვემეხებით, მათ შორის მოქმედების ახალ პრინციპებზე დაფუძნებვული, ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე სისტემებით, რომელიც უამრავი წყაროდან შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას და მათი თანამედროვე გამომთვლელი აპარატურით დამუშავებას, მძლავრი (1800-2000ც/ძ-ნი) ძრავებით, აქტიური დაცვით და ახალი კომპოზიტური ჯავშნით, რომელიც მის ექვივალენტურობას 1,5-ჯერ გაზრდის და ეს ყველაფერი მანქანის წონის 50 ტონის ფარგლებში.
მანქანას შეეძლება მძლავრი ძრავების დახმარებით განავითაროს 90კმ/სთ სიჩქარე და ერთი გამართვით 600კმ გაიაროს (ძრავის ეკონომიურობის ხარჯზე).
"ზღვრული პარამეტრების ტანკის" სქემატური გამოსახულება (OAO "Спецмаш"-ის "Объект-299"-ის ბაზაზე)
ასეთ პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც დასავლეთის ქვეყნებში ასევე რუსეთში. ახლა როცა რუსეთში შეიქმნა კორპორაცია OAO "HПК "Уралвагонзавод"-ი, მათ გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა ეწარმოებინათ სამუშაოები ჯავშანტექნიკის პერსპექტიული განვითარების მიმართულებით. ერთერთი ასეთი კვლევითი სამუშაო წამოიწყო კორპორაციაში შემავალმა OAO "Спецмаш"-მა, რომელიც მუშაობდა "ზღვრული შესაძლებლობების ტანკ"-ის პროგრამაზე (ТПП). რომელიც საკონსტრუქციო ბიუროს საექპერიმენტო და სამეცნიერო ბაზის საფუძველზე იქნა შექმნილი, სადაც ბაზის ახით გამოიყენებოდა ძრავა-ტრანსმისიის წინა განლაგების მქონე 7 თვლიანი სავალი ბაზა "Объект-299". შემდეგში ძალურ დანადგარად შესაძლებელია 1400-1500ზ/ძ-ნი (მომავალში 1800-2000ც/ძ-მდე ფორსირების შესაძლებლობით) ააირტურბინული ძრავის გამოყენება. ამასთან ერთად OAO "Спецмаш"-მა მანქანის შექმნისას მასში ჩადო მოდულური კონსტრუქცია, რაც მოკლე დროში, იაფად და მცირედი გადაკეთების ხარჯზე საშუალებას იძლეოდა მიეღოთ მანქანების მთელი ოჯახი (სამხედო, სამოქალაქო,დამხმარე).
ამ ოჯახში შევიდა ტექნიკის სამხედრო და სამოქალაქო ნიმუშები დაცვის სხვადასხვა დონით: მაგალითად მანქანები რომლებმაც უნდა იმქომედონ ბრძოლის ველის წინა ხაზზე და უნდა იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და მანქანები რომლებიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებთან ან ტექნიკური ავარიების დროს, როდესაც მანქანა ქიმიური და რადიაციული დაბინძურებისგანაა დაცული.
მანქანის მოქნილი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ადვილად გარდაიქმნას სამხედრო დანიშნულების მოდელი სამოქალაქოდ და ჯავშან დაცვა რადიაციული დაცვის საშუალებებით შეიცვალოს.
ქვემოთ ჩამოთვლილია ოჯახში შემავალი მანქანების ძირითადი სახეობები:
- რაკეტების ვერტიკალური გამშვებით აღჭურვილი ტანკი - ძირითადი სხვაობა კლასიკური ტანკისგან საბრძოლო მოდულში მდგომარეობს, რომელშიც მოთავსებული მხარდასაჭერად განკუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების რაკეთით აღჭურვილი 30 ცალი გამშვები. ისინი სხვა მოწყობილობებისგან სპეციალური ეკრანებითაა იზოლირებული. ზემოდან მოდული მძლავრი ჯავშნით და დინამიკური დაცვითაა აღჭურვილი. საბრძოლო მდგომარეობაში იხსნება სარქველი და რაკეტის სროლის შემდეგ ისევ იხურება. დღის ღამის დამიზნების სისტემებს გააჩნიათ დამოუკიდებელი საკურსო ხედვა და მოთავსებულები არიან ფრონტალურ მინიკოშკურაზე დამხმარე შეიარაღებასთან ერთად.
რაკეტების ვერტიკალური გამშვებებით აღჭურვილი ტანკის სქემა
- ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა - რომელმაც უნდა იმოქმედოს ტანკებთან ერთ მწყობრში. ამ მანქანაზე 30მმ-ნ ქვემეხთან ერთად მოთავსებული 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევი "Корд"-ი და 30მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГС-17. მანქანაში 11 მმებრძოლის პარალელურად თავსდება ტყვიაწამალის დამატებითი მარაგი, წყლის და საკვების მარაგი, მასკირების საშუალებები, კარავი და თვით დანაღმვის საშუალებებიც კი. მძიმე ქსმ-ის წონა 50 ტონას აღწევს, სვლის მარაგი - 500კმ, მაქსიმალური სიჩქარე - 71,5კმ/სთ.
ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა
- გამოცდების შედეგად მიღებული გამოცდილების შედეგად კონსტრუქტორებმა მუშაობა განაგრძეს ამ თემაზე და სავალი ნაწილის გამოყენებით საინჟინრო უზრუნვოლყოფის და თანხლების მანქანების კომპლექსი შეიმუშავეს (თემა "Комплект"). ეს სამუშაოები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობდა 1996-97 წლებში და დაფინანსების შეწყვეტის გამო შეწყდა. კომპლექსის შემადგენლობაში მართვისა და დაზვერვის და გზაგამწმენდი მანქანები შედიოდა. მართვისა და დაზვერვის მანქანა აწარმოებს ბრძოლის ველის, გზების, შენობების საინჟინრო დაზვერვას და იძლევა მათი დაზიანების, დასნებოვნების და სხვა სიტუაციურ შეფასებას და ასევე აწარმოებს გამწმენდი მანქანის დისტანციურ მართვას. კომპლექსის მეორე მანქანა - გზაგამწმენდი მანქანა წარმოადგენს დისტანციურად მართვად, ადგილმდებარეობის გამწმენდ და რქბ დაზვერვის აპარატურით აღჭურვილ მანქანას.
მართვისა და დაზვერვის მანქანა
მართვისა და დაზვერვის მანქანის ეკიპაჟის ადგილები
დისტანციური გზაგამწმენდი მანქანა
ამ მანქანების პარალელურად მიმდინარეობდა კონსტრუქციული სამუშაოები სხვადასხვა დანიშნულების მანქანებზე - ტექნიკურ კატასტროფებთან საბრძოლველი, სახანძრო, სხვადასხვა ტვირთების გადამტანი და ასე შემდეგ. მანქანები მუშავდებოდა როგორც პილოტირებად ასევე უპილოტო, დისტანციურ ვარიანტებში. ასევე ამ სავალი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სარაკეტო თუ საარტილერიო სისტემების განსათავსებლად.
სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებელი მანქან (სახანძრო, სატვირთო), წყვეტილი ხაზით ნაჩვენებია მოდულების და ტვირთის განთავსების ადგილი
P.S. ამ კომპლექსზე მუშაობისას შეძენილი გამოცდილების დიდი წილი სავარაუდოდ გამოყენებული იქნება ფართოდ ცნობილ პროგრამა "Армата"-ში.
წყარო: 2012 წლის თებერვლის "TиB"
დამატებით გთავაზობთ "Объект-299"-ის რამდენიმე სურათს
No comments:
Post a Comment