Sunday, April 30, 2017

SOCOM Stryker-ები თურქეთის საზღვართან

ამერიკის არმიის ქვედანაყოფებმა, სირიის ჩრდილოეთით, თურქეთ-სირიის საზღვართან, თურქული არმიის დისლოკაციის ადგილებთან ახლოს პოზიციები დაიკავეს. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ამერიკელებმა კონკრეტულ რაიონში მოსახვედრად ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გადაკვეთეს. კონკრეტულად მათ დანიშნულების ადგილზე მისაღწევად Qamishli გაიარეს.
როგორც ცნობილია, ამ ბოლო დღეებში, თურქეთის არმიასა და ქურთულ YPG-ს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ თირქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე ქურთების საჰაერო დაბომბვის გადაწყვეტილების პასუხად YPG-მ რეიდებისა და იერიშები სერია წამოიწყო.
ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც ამერიკელები თავისი მოკავშირეების შუაში დგებიან, პირველად ამერიკელებს ქალაქ Manbij-ისკენ მიმავალი თურქული არმიისა და ქურთებს შუა მოუწიათ ჩადგომა (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ). გაურკვეველია ისლამური სახელმწიფოს ხათრით რამდენ ხანს აიტანს ამერიკა ცხელსისხლიან ქურთებსა და თურქებს.


Minigan-ებით აღჭურვილი SOCOM-ის ჯტრ Strayker-ები




No comments:

Post a Comment