Tuesday, May 2, 2017

NATO-ს სატანკო ტურნირი "Strong Europe Tank Challenge-2017" 7 მაისს დაიწყება

2017 წლის 7-დან 12 მაისამდე ევროპაში დისლოცირებული აშშ-ს საარმიო ნაწილები და გერმანიის არმია გერმანიაში მდებარე გრაფენვერის პოლიგონზე სატანკო ტურნირს განახორციელებს.

შარშანდელი ტურნირის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

აღნიშნულ ღონისძიებაში NATO-ს წევრი და პარტნიორი ექვსი ქვეყნის სატანკო ოცეული მიიღებს მონაწილეობას, ესენია: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა და აშშ.
მონაწილეები გამოიცდებიან თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, ასევე სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციაში, საბრძოლო დაზიანენების აღმოფხვრაში და მანევრებში.
შეჯიბრის ამოცანას დინამიკურობის პროგნოზირება, სამხედრო პარტნიორობის გამყარება, ოპერატიული თავსებადობისა და ბრძოლის წარმოების მეთოდების გაზიარება წარმოადგენს.

წყარო:

უკრაინული Т-64БВ-ბის ოცეული გერმანიაში გამგზავრების მომენტი

No comments:

Post a Comment