ებრაულმა კომპანია Rafael-მა საფრანგეთში, საერთაშორისო ავიაკაოსმოსურ სალონზე (17-19.06.19), რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Iron Dome-ს მობილური ვერსია - I-Dome წარადგინა. სისტემამ სხვადასხვა საჰაერო საფრთხეებისგან შეტევაზე გადასული სახმელეთო ჯარების დაფარვა უნდა განახორციელოს. საჭიროების შემთხვევაში I-Dome-ს შეუძლია, ისევე როგორც მისი სტაციონარულ ვარიანტს, დაიცვას ისეთი სახმელეთო ობიექტები, როგორებიცაა - სამხედრო ბაზები და საწარმოო და ადმინისტრაციული ცენტრები.
I-Dome ერთდროულად არის როგორც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა (C-RAM – Counter Rocket, Artillery, Mortar), ასევე ზეახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო კომპლექსი (VSHORAD – VeryShort Range). შესაბამისად ობიექტს იცავს როგორს საარტილერიო ცეცხლისგან (ჭურვები, ნაღმები, რაკეტები), ასევე სხვადასხვა ტიპის მფრინავი აპარატებისგან (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, უპილოტოები).
სისტემის ყველა ელემენტი - 10 რაკეტიანი გამშვები დანაგარი ("რკინის გუმბათის" ჩვეულებრივ გამვშებზე 20 რაკეტაა), მართვისა და კონტროლის სისტემა (BMC – Battle Management & Control) და რადიოლოკაციური სადგური, ერთ სატვირთოზეა განთავსებული (მოდელებსა და ვირტუალურ მასალაში 6х6 სავალი ფორმულის მქონე გერმანული MAN-ია გამოყენებული). სისტემა, ისევე როგორც ორიგინალი "რკინის გუმბათი", აქტიურ-ფაზირბეული ცხაურიანი რადარითაა აღჭურვილი, მაგრამ მისგან განსხვავებით მასზე წრიული დაკვირვების 4 ზედაპირია. რადარი შემცირებული ზომების საზღვაო EL/M-2248 MF-STAR-ს ჰგავს. სავარაუდოდ მობილური კომპლექსის ხედვის მანძილი, ორიგინალური "რკინის გუმბათისგან" განსხვავებით, შემცირებულია.
ცეცხლის წარმოება გაჩერებული პოზიციიდან ხორციელდება - სამალშქროდან სასროლ პოზიციაში გადასვლას რამდენიმე წუთი ესაჭიროება. I-Dome-ს ნებისმიერ ამინდში შეუძლია მოქმედება, შეუძლია ერთდროულად გააცილოს და გაანადგუროს მრავლობითი სამიზნეები, შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ინტეგრირდეს და გახდეს უფრო მაშტაბური რაკეტსაწინააღმდეგო-ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ I-Dome ჯერ კონცეფციის სახით იქნა წარდგენილი (ანუ ის ჯერ არსებობს - მოხლოდ მოდელები და ვირტუალური გამოსახულებების დონეზეა), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის უკვე გამოცდილ "რკინის გუმბათს" ეფუძნება - გზაგადმჭრელი რაკეტები, მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, გამშვები დადანგარის ელემენტები, რადიოლოკაციური ტექნოლოგიები. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლის ანგარიშზეც უკვე 2000-ზე მეტი ოპერატიული გზის გადაჭრაა და რომლის წყალობითაც სისტემა 90% ეფექტურობას აღწევს. რაც შეეხება VSHORAD-სის შესაძლებლობებს - როგორც ცნობილია, ჩვეულებრივი "რკინის გუმბათის" მოდერნიზაციის ფარგლებში, მასზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ.
No comments:
Post a Comment