Sunday, June 23, 2019

უახლესი რუსული ვერტმფრენი Ми-28НМ (ვიდეო სიუჟეტი)


ტელეკანალ "Звезда"-ს საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი უახლესი რუსული ვერტმფრენის - Ми-28НМ-ის შესახებ.


სიუჟეტის თანახმად - ვერტმფრენმა რადიკალაური განახლება გაიარა. სულ ოცამდე კომპონენტი იქნა გაუმჯობესებული და მოდერნიზირებული, რომელთა ძირითადი ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ახალი, უფრო მძლავრი ძრავა
  • გაუმჯობესებული საფრენოსნო მაჩვენებლები
  • გაუმჯობესებული საქვემეხო შეიაღაღება (ციფრული მართვის სისტემა და გაზრდილი სიზუსტე)
  • ახალი უმართავი რაკეტები (გაზრდილი სიზუსტითა და მანძილით)
  • მართვადი შეიარაღების გაფართოებული ნომენკლატურა - ლაზერით მართვადი Атака ВМ, მილიმეტრული რადიო არხით მართვადი Хризантема და სითბური თვითდამიზნების თავაკით აღჭურვილი უცნობი სახეობის მრავალფუნქციური რაკეტა
  • დაყენდა ხრახნსზედა რადიოლოკაციური სადგური
  • განახლება განიცადა დამიზნებისა და დაკვირვებეის ოპტიკურმა სადგურმა
  • პილოტმა მიიღო ჩაფხუტით დამიზნების ფუნქცია
  • საბორტე აპარატურაში შეყვანილია ინერციული ნავიგაციის კომპლექსი
  • ვერტმფრენს შეუძლია მართოს უპილოტო საფრენი აპარატი
  • დაყენდა საბორტე დაცვის უახლესი კომპლექსი

No comments:

Post a Comment