80–ნების ბოლოს – 90–ნების დასაწყისში დასავლეთ გერმანიაში ტანკსაწინააღმდეგო და ვერტმფრენსაწინააღმდეგო მიზნებისთვის Leopard-1 ბაზაზე შექმნილი იქნა სპეციალური მანქანა. ტანკის კორპუსიდან მოხსნილი იქნა კოშკურა და მის ადგილზე განთავსდა 12 მეტრი სიმაღლი გასაშლელი მკლავი – რომელზეც განთავსებული იქნა შეიარაღება და სამიზნე მოწყობილობები. შეიარაღების შესახებ რამდენიმე ვარიანტი არსებობს – მანქანა გამოიყენებდა ან TRIGAT ან HOT–3 და Stinger–ს. სამიზნე მოწყობილობა უერთდებოდა მემიზნის მონიტორს, რომელიც დაბლა, კორპუსში იყო განთავსებული. კორპუსი აღჭურვილი იყო მძღოლ–მექანიკოსის სარქველით კორპუსის წინ, შუა ადგილას, მეთაურის სარქველით, რომელიც მძღოლ–მექანიკოსის სარქველის უკან იყო განთავსებული და ერთი დიდი სარქველით, რომელიც მკლავის უკან მდებარეობდა და რაკეტების გადასატენად გამოიყენებოდა.
1987 წელს სათავო მწარმოებლად, კონკურსის შედეგად, Wegmann დაინიშნა, მაგრამ 90–ების დასაწყისში პროგრამა დაიხურა. აწყობილი იქნა მხოლოდ ერთი პროტოტიპი
No comments:
Post a Comment