სერბეთის ავიაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ მოქმედებაშია სერბეთის სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის ახალი გამანადგურებლების შეძენის გეგმა.
სერბული გაზეთის, Blic–ის, ინტერნეტ გვერდის თანახმად სერბული ავიაციისთვის პროგრამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა მწარმოებლის ექვსი გამანადგურებელია წარდგენილი. თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია რომელი გამანადგურებელი იქნება არჩეული ჯერ მოძველებული МиГ-21, ხოლო მოგვიანებით МиГ-29 შესაცვლელად.
ამჟამად სერბეთის სპეციალისტების ცნობით შემდეგი გამანადგურებლები ღებულობენ მონაწილეობას პროგრამაში – Rafale (საფრანგეთი), Eurofighter (ევროკონსორციუმი), МиГ-29М (რუსეთი), Су-30 (რუსეთი), F-16 (აშშ) და JF-17 (ჩინეთი). ყველა ეს გამანადგურებელი შესაბამის გამოცდებს და შემოწმებებს გაივლის, რათა დადგინდეს რომელი მათგანი აკმაყოფილებს სერბეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მრავალფუნქციური გამანადგურებლის მოთხოვნებს.
No comments:
Post a Comment