3 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე პოლონეთში, ქალაქ კელცში მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის გამოფენა – გამოფენაზე გამოტანილია პოლონური ჯავშანტექნიკის რამოდენიმე საინტერესო მოდელი.
მათ შორისაა საინტერესო შეიარაღების კომპლექსით აღჭურვილი ჯავშანტრანსპორტიორი "როსომახა" (ფინური Patria AMV პოლონეთში გამოშვებული ლიცენზირებული ვარიანტი). მანქანაზე განთავსებული საბრძოლო მოდულის შემადგენლობაში შედის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები Spike (ებრაული Rafael Advanced Defense Systems–ის წარმოება) და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტები «Гром» (რუსული «Игла»–ს ანალოგი)
ასევე წარმოდგენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორ "როსომახას" ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული სარემონტო მანქანა (ზედა სურათი) და საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა "მგელი" (Wilk)(ქვედა სურათი)
No comments:
Post a Comment