ამ ცოტა ხნის წინა უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ АО "АвтоКрАЗ"–მა (კრემენჩუგი, უკრაინა) ინდურ კომპანია Shri Lakshmi Defence Solutions–თან თანამშრომლობით შექმნა MRAP–ის კლაის ჯავშანმანქანა КрАЗ-01-1-11/SLDSL (წყარო: MRAP на базе КрАЗ) ამას გარდა, ივლისის ბოლოს АО «АвтоКрАЗ»–მათავის პრეს–რელიზით გაავრცელა ცნობა ამ კლასის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც 2010 წლიდან ხორციელდებოდა გაერთიანებული არაბული ემირატების კომპანია Ares Security Vehicles LLC–თან თანამშრომლობით, რომელიც მანქანების დაჯავშნითაა დაკავებული (კომპანიის ვებგვერდი: Ares Security Vehicles ).
«АвтоКрАЗ» და Ares Security Vehicles მიერ შექმნილი MRAP–ის კლასის მანქანაც 4х4 სავალი ნაწილის მქონე КрАЗ-5233НЕ ბაზაზეა შექმნილი. მანქანა აღჭურვილია 330 ც.ძ–ნი რუსული წარმოების დიზელის ძრავა ЯМЗ-238ДЕ2 და ჩინური სიჩქარეთა კოლოფი Shaanxi 9JS150TA-B (მანქანის აღჭურვა შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლის ძრავებით და სიჩქარეთა კოლოფებით – კლიენტის სურვილისდა მიხედვით). მანქანა მესამე სამყაროს ქვეყნების ბაზრისთვის იქმნება და როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ პროექტირების სტადიაშია.
Ares Security Vehicles პასუხისმგებელია მწევ კორპუსზე, რომლის ჯავშან ხარისხიც STANAG 4569 KE Level 2 უდრის და უზრუნველყოფს დაცვას: 30 მეტრიდან 695მ/წმ სიჩქარის მქონე 7.62x39 BZ ჯავშანგამტან–ცეცხლგამჩენ ტყვიისგან, 420მ/წმ სიჩქარის მქონე 12,7მმ ნასხვრევისგან და 630მ/წმ სიჩქარის მქონე 20მმ ნამსხვრევისგან. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა პასუხობს STANAG 4569 Level 3A და 3B (8კგ ტროტილი საბურავისა და ფსკერის ცენტრში). მანქანა ასევე უზრუნველყოფს ბირთვული, რადიოაქტიური, ბილოგიური და ქიმიური ფაქტორებისგან დამატებით დაცვას.
STANAG 4569 Level 3 დონემდე დაცვის გაზრდის მიზნით გათვალისწინებულია მოდულის დამატებითი დაჯავშნა, ამას გარდა შესაძლებელია – ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის გაზრდა მანქანის ტვირთამწეობის შემცირების ხარჯზე. ჩვეულებრივი ნიშებისა და სარქველებისა სახურავზე შემკვეთს ასევე შეეძლება კოშკურიანი ვარიანტის შეკვეთა – კოშკურები შესაძლებელია იყოს როგორც ხელით მართვადი ასევე დისტანციური მოდულები.
ჯავშანმანქანის რამდენიმე ვერსიაზე მიდის მუშაობა – ჯავშანტრანსპორტიორი (10+2 მგზავრი), ოპერატიული მართვის მანქანა, მოძრავი სამეთაურო პუნქტი და დაკვირვების პუნქტი, მობილური დაკვირვების ავტომანქანა, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის სატრანსპორტო საშუალება. დაგეგმილია ნაკლები ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის ავტომანქანის შექმნაც, მაგრამ საგრძნობლად გაზრდილი ტვირთამწეობით რათა მოხდეს დამატებით პირადი შემადგენლობისა და ტვირთების გადაყვანა. ასევე დაგეგმილია შემცირებული თვლიანი ბაზის მქონე ვერსიის გაკეთებაც – რათა მიღწეული იქნას გაზრდილი მანევრულობა.
წყარო:
Еще одна бронированная машина класса MRAP на шасси КрАЗ
No comments:
Post a Comment