აშშ–ს არმიის მსუბუქი ტანკის ბოლო პროექტს, "საბრძოლო შეჯავშნულ სისტემა"–ს (AGS), 80–ნი წლების ისეთ პროგრამებთან შედარებით, როგორებიც იყო Mobile Protected Gun System HIMAG, HSTV-L, RDF/LT, უნდა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი პუნქტები: საგრძნობლად გაზრდილი დაცვის ხარისხი, 105მმ–ნი ქვემეხის გამოყენება, ჯავშნის გატანის უზრუნველყოფა და მაღალი ტრანსპორტაბელურობა. ტანკის წონას, წინა პროექტის ტანკ RDF-LT–სთან შედარებით, 13 ტონის ნაცვლად 18 ტონიანი შეზღუდვა ჰქონდა.
AGS–ის (საბრძოლო შეჯავშნული სისტემები) პროგრამის ფარგლებში დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ტანკ Teledyne–ეს მიერ წარდგენილი იქნა ყველაზე მეტი ახალი ტექნიკური გადაწყვეტილება.
AGS–ის (საბრძოლო შეჯავშნული სისტემები) პროგრამის ფარგლებში დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ტანკ Teledyne–ეს მიერ წარდგენილი იქნა ყველაზე მეტი ახალი ტექნიკური გადაწყვეტილება.
რადგანაც ეკიპაჟი მთლიანად ტანკის კორპუსშია განლაგებული, წინა, დახრილი ფილის ქვეშ განლაგებული ძალური დანადგარი ეკიპაჟის დაცვის ამაღლებას უწყობს ხელს. გარეთ გატანილი შეიარაღების მქონე კოშკურის გამოყენება ამ მანქანისთვის გახდა გაბედული გადაწყვეტილება. გარეთ გატანილი შეიარაღების მქონე კოშკურა უკვე სიახლე აღარაა, მაგრამ ვერავინ ვერ ბედავდა ამის ქაღალდიდან მეტალში განხორციელებას (შვედური საცდელი ტანკ UDES–21–ის გამოკლებით), კონკრეტულად ეს მანქანა პირველი იყო რომელზეც ამერიკული არმიისთვის ასეთი გადაწყვეტილება იქნა გამოყენებული. Teledyne ტანკის ამორჩევა და მოცემული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოტივირებული იყო ამ გზით წონის მაქსიმალურად შემცირების და დაცვის გაზრდის სურვილით. ძრავის წინა განლაგების გამო კოშკურამ უკან გადაიწია, ხოლო ჭურვები ტანკის ყველაზე ნაკლებად მოწყვლად ადგილში იქნებოდა განთავსებული. მთელი ეს სტრუქტურული გადანაცვლელები ტანკს საკმაოდ სიცოცხლისუნარიანს ხდიდა. და ბოლოს – ამგვარი კოშკურით მოგებული წონა საშუალებას იძლევა კორპუსზე დამატებითი დაცვა დაყენდეს.
ძალური დანადგრაი ქსმ М2 Bradley–სგან არის ნასესხები. 500ც.ძ–ნი ძრავა Cummins VTA-903 და სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი GE НМPТ-500 აღჭურვილი 19 ტონიანი მანქანის კუთრი სიმძლავრე 26ც.ძ/ტონას უდრის, რაც საკმარისია უგზოობაზე სასიარულოდ და საკმაოდ მაღალი აჩქარების მახასიათებლების უზრუნველსაყოფად.
საბრძოლო შეჯავშნული სისტემა (AGS) – ხედი პროფილში, ძრავა განთავსებულია წინ, კოშკურა უკან
სავალი ნაწილის მიმმართველი თვალი ასევე ქსმ М2 Bradley–სგან არის ნასესხები. ჰიდროპნევმატური საკიდარი "in – arm", ანუ საკიდარის ამორტიზატორებთან ინტეგრირებული დომკრატებით, უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარიან მახასიათებლებს და მაქსიმალურ კლირენსს (380მმ) საკმაოდ დაბალი წონის ფარგლებში. ეს ამორტიზატორები გამოყენებული იქნა ტანკ Teledyne–ში მას შემდეგ, რაც ამაზე დათანხმდა National Water Lift Company, რომელიც აშშ–ში ჰიდრავლიკის სფეროში საკმაოდ ცნობილი კომპანიაა.
გატანილ შეიარაღებიანი კოშკურა – საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილებაა ტანკისთვის. კოშკურა აღჭურვილია ტანკ М–60–ის ქვემეხით (М68А1), მასზე დაყენებულია უკუგორვის მუხრუჭი, რომლის დანიშნულებაცაა უკუცემის შეზღუდვა და მისი სავალ ნაწილზე გადატანა. ამასთან ტანკ Teledyne–ზე ფირმა ARES-თან თანამშრობლობით დაყენდა უკუგორვის მუხრუჭი, რომლის სვლაც გაგრძელებული იყო და შეადგენდა 760მმ, რამაც საგრძნობლად შეამვირა უკუცემის ძალა. ქვემეხში ჭურვის მიწოდება ხდებოდა 9 გასროლიანი ბარაბნიდან, რომელიც კოშკურაში იყო განთავსებული. ავტომატური დამტენი მექანიზმის დუბლირება ხელის მექანიკური დამტენით ხდებოდა, რომელსაც ავარიულ სიტუაციაში შეეძლო ნაწილობრივ შეეცვალა იგი. ბარაბანის გადავსება შესაძლებელი იყო ორი, 15 გასროლიანი, დამატებითი ბარაბნიდან. სათადარიგო ბარაბნების შუა შესაძლებელია კიდევ 3 გასროლის განთავსება. მთლიანობაში ტანკის საბრძოლო მარაგი 42 ცალი 105მმ–ნი ჭურვისგან შესდგება. ასეთის საბრძოლო მარაგი ამ მსუბუქ ტანკს საშუალო ტანკების რიგებში აყენებს, რომლებსაც გაცილებით მეტი წონა გააჩნიათ.
ტანკ Teledyne–ეს პროტოტიპი, რომელიც პროგრამა AGS–ზე იქნა წარდგენილი
საბრძოლო განყოფილება ეკიპაჟის ორი კასითვისაა განკუთვნილი – მემიზნისთვის და ტანკის მეთაურისთვის. ისინი განთავსებულები არიან ცენტრალური კრონშტეინის ქვეშ, სადაც შეჯგუფებულია ქვემეხისა და კოშკურის მართვის მექანიზმები. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ქვემეხის დამიზნება. ეს მექანიზმები ადრე, კლასიკური გატანწყობის ტანკების კოშკურებში ეკიპაჟის წევრებს შორის მდებარე ადგილს იკაცებდა. მემიზნის ოპტიკური სამიზნე სახურავზეა განთავსებული, ქვემეხის მიმართულების ქვედა ნაწილში. ტანკი აღჭურვილია ფირმა Texas Instruments–ის ორი ცალი დღის ხედვის კამერით (ზუმი 1X და 8X) და ცალი ღამის ხედვის სითბოვიზორებით. ტანკის მეთაური გამოსახულებას ამ კამერებიდან მონიტორებზე იღებს, ვიდეოგამოსახულების სახით.
1-კოშკურის კონსტრუქცია მეთაურს საშუალებას აძლევს ტავისუფლად დააკვირდეს გარეთ მიმდინარე მოვლენებს, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი. კონსტრუქტორებმა
2-შესაფერისი გადაწყვეტილების ძებნისას, ტანკ Teledyne–ზე გარეთ გატანილ შეიარაღებიანი კოშკურის დაყენება გადაწყვიტეს – რამაც საშუალება მისცა შეემცირებინათ ტანკის ფრონტალური ფართობი და ამით უზრუნველეყოთ ტანკის დაბალი მოწყვლადობა. ამ "სიახლე" კოშკურის დანიშნულებაა სწრაფი რეაგირების ბრიგადების, IBCT "Styker"–ების მხარდაჭერაა
შედეგად, მიუხედავად იმისა რომ თვითონ ტანკი როგორც "Styker" ბრიგადების მხარდამჭერი შეიარაღებაში მიღებული არ იქნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარეთ გატანილ შეიარაღებიანი კოშკურის თვლიან შასიზე გამოყენების გადაწყვეტილება.
105მმ–ნი ქვემეხის ჭურვებით მომარაგება ადრე პრობლემატური იყო – რაც კოშკურის ფსკერის სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჭურვები კორპუსის უკანა ნაწილიდან ნიშაში მიეწოდებოდა, რომელიც ქვემეხის დონეზე იყო განლაგებული, შემდეგში მათთვის ცალკე ნაკვეთურის გაკეთება გადაწყდა
კოშკურა LPT
LPT კოშკურით აღჭურვილი Piranha
გარეთ გატანილშეიარარებიანი კოშკურის ძირითადი მინუსი ისაა რომ მეთაურს მთლიან პანორამულ ხედვას ზღუდავს. ტანკ Teledyne–ს ინჟინრები შეეცადნენ ჩაესწორებინათ ეს ხარვეზი და მეთაურის პანორამული სამიზნე კოშკურის უკან, ნიშაზე, ქვემეხის მარცხნივ განათავსეს. ამის შედეგად მეთაურის პანორამული ხედვის არე 330 გრადუსით გაიზარდა.
მსრეოლელის პანორამული ხედვის არე 225 გრადუსს უდრის და მისი შევსება მეთაურის მონაცემებით ხორციელდება და პირველ რიგში მანქანიდან მარცხენა მხარეს მიმდინარე მოვლენებით. დამატებითი სამიზნე Kollmorgen განთავსებულია ქვემეხზე. სითბოვიზორული სამიზნის განთავსება ქვემეხის დანადგარის ყველაზე მაღალ ადგილზეა შესაძლებელი, რითაც იზრდება დაკვირვების ხაზის სიმღლე საბრძოლო მოქმედებების დროს. კოშკურის ავტომატიკა ნასესხებია Bradley ორ ადგილიანი კოშკურიდან. და კიდევ, Teledyne–ს ინჟინრები შეეცადნენ შეემცირებინათ რისკი და ფინანსური ხარჯები. ელექტრონულ ამძრავებს მინიმუმამდე დაჰყავს ხანძრის საფრთხე ტანკის შიგნით (ჰიდრომექანიკურ ამძრავებთან შედარებით).
შეთავაზებული უამრავი ტექნიკური და კონსტრუქციული სიახლეების წყალობით Teledyne–ს მოდელმა საგრძნობლად გაასწრო კონკურსში გამარჯვებულ, ფირმა UDLP–ეს მსუბუქ ტანკ М8 (1996 წელს ფინანუსრი მიზეზების გამო პროგრამა დაიხურა).
მთელი ამ ისტორიის ირონია კი ის არის რომ, ტანკი Teledyne პროგრამის დახურვიდან რამდენიმე წლის მერე, 2002 წელს, გამოჩნდა, როდესაც ამერიკულ არმიას, 8×8 სავალი ნაწილის მქონე მანქანა Piranha აღსაჭურვავად უკვე არჩეული ჰქონდა კოშკურა LPT, რომელიც IBCT ბრიგადების მხარდასაჭერად უნდა იქნეს გამოყენებული.
P.S. ამჟამად Piranha–ს ბაზაზე განტავსებული MGS–ის მონაცემები საკმაოდ შორსაა თვით AGS М8–სგანაც კი და მათ შორის ტაქტიკური მობილურობით, დაცვით და საცეცხლე ძალით.
No comments:
Post a Comment