დაღესტანში მთასთან შეჯახების გამო კატასტროფა განიცადა საბრძოლო–სატრანსპორტო ვერტმფრენმა Ми-35М, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა – ამის თაობაზე ცნობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესს–სამსახურის და საინფორმაციოს სამმართველოს ხელმძღვანელმა, იგორ კონაშენკომ გააკეთა.
კონაშენკოს სიტყვებით, ინცინდენტი მოსკოვის დროით 14:30 საათზე, დასახლებული პუნქტი ბოტლიხის რაიონში მოხდა. ვერტმფრენი რომელიც დაგეგმილ ფრენას ასრულებდა რადარებიდან გაქრა. ცოტა ხანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ცნობა გაავრცელა რომ გაიგონს ვერტმფრენის მიერ უღელტეხილის გადალახვის მომენტში მთასთან შეჯახების ხმა.

კატასტროფის ადგილიდან გავრცელებული ცნობის მიხედვით ვერტმფრენში მყოფი ოთხივე კაცი გარდაიცვალა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების თანახმად კატასტროფის მიზეზის გამომძიებელი ჯგუფი უკვე დაღესტანში გაემგზავრა – გამოძიების დასრულებამდე მოცემული ტიპის ვერტმფრენების ფრენები შეჩერებულია.
დაღესტანის სამართალდამცავი ორგანოების წყაროს თანახმად ვერტმფრენმა კატასტროფა ჩეჩნეთ–დაღესტანის ადმინისტრაციულ საზღვართან, მაღალმთიან რაიონში განიცადა. "წინასწარი ცნობების თანახმად, Ми-35М ნისლისა და ცუდი მხედველობის პირობებში სპეციალურ დავალებას ასრულებდა და ამ დროს განიცადა კატასტროფა. ის სავარაუდოდ მთის ფერდს წამოედო" – განაცხადა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა.
იმავე წყაროს განცხადებით – "კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რაიონში საკმაოდ ცუდი ხილვადობაა და ამას გარდა საკმაოდ რთული რელიეფია, რაც სამუშაოებს ართულებს. ვერტმფრენის ნარჩენებისა და ეკიპაჟის წევრების გვამების სამძებრო სამუშაოები "Холодный ключ"–ის ადგილთან მიმდინარეობს".
ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი
ძალოვანი სტრუქტურების განცხადებით ვერტმფრენი სამხედრო კოლონის გაცილების ოპერაციას ასრულებდა – "ჩეჩნეთში და დაღესტანში გამეფებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე სამხედროებზე გახშირებული თავდასხმების გამო ვერტმფრენს დაევალა სამხედრო კოლონის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა".
P.S. როგორც ცნობილი გახდა დაუზუსტებელ წყაროებზე დაყრდნობით კატასტროფა განიცადა ავიაბაზა "ტორჟოკის" კუთვნილმა ვერტმფრენმა, საბორტე ნომრით "ყვითელი – 54". ეს ბორტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჰაერო ჩვენებას ასრულებდა.

წყარო:
В Дагестане разбился военный вертолет
В Дагестане разбился вертолет Минобороны: экипаж погиб
No comments:
Post a Comment