Tuesday, August 21, 2018

ჯავშანმანქანა "Тигр"-ის აპგრეიდი


დღეს, რუსეთში, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", სამხედრო-ტექნიკური ფორუმი "Армия-2018"-ი გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია საკმაოდ ცნობილი ჯავშანავტომობილის, "Тигр"-ის, ახალი ვარიანტი.

განახლებულმა მანქანამ შეჯავშნული ძრავის განყოფილება (პირველად შიეჯავშნა ძრავის ბორტებიც), ანტიტრავმატული სავარძლები, წყლისგან და მტვრისდგან დაცული ახალი ჰაერმიმღები, ცხაურებიანი ეკრანები ფანჯრებზე და პანორამული ხედვის კამერა მიიღო. გარედან ასევე შეცვლილია მანქანის დიზაინი და შეფერილობა, გამოყენებულია ქსენონის, მართვადი ფარები.

როგორც მწარმოებელმა განმარტა, მანქანა საინიციატივო ნამუშევარია და მასში სირიის კონფლიქტის გამოცდილებაა გამოყენებული.


No comments:

Post a Comment