როგორც ჩანს, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები, ხომალდების რაოდენობას 355 ცალამდე გაზრდას სერიოზულად გეგმავენ. როგორც ინტერნეტში გავრცელებული წყაროებიდან ხდება ცნობილი, საზღვაო ძალების სარდლობამ, Ticonderoga-ს ტიპის კრეისერების მოდერნიზაციის ხელშეკრულება გააფორმა.
პირველები კაპიტალურ რემონტს და მოდერნიზაციას ხომალდები Cowpens და Gettysburg გაივლიან, აღნიშნული ხომალდები ღუზაზე 2015 წლის მერე დგანან. კომპანიებმა, General Dynamics NASSCO და BAE Systems Norfolk, სათითაოდ 147 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები მიიღეს, რომლის თანახმადაც კრეისერები მწყობრში 2020 წლისათვის უნდა დაბრუნდნენ.
სულ Ticonderoga-ს ტიპის 27 კრეისერი იქნა აგებული, აქედან მწყობრში 22 ხომალდია დარჩენილი. აღსანიშნავია რომ 2015 წლის გეგმების თანახმად, ამ რაოდენობიდან, 11 ერთეული, რეზერვში უნდა გაეყვანათ, მაგრამ აშშ-ს საზღვაო ძალების ახალი გეგმის მიხედვით გადაწყდა რომ, ამ მორალურად მოძველებულ კრეისერებს, მოდერნიზაცია ჩაუტარდეს, რაც მათი სამსახურის ვადას 35-დიან 40 წლამდე გაზრდის.
ამას გარდა, 2030 წლისათვის ფლოტის რიცხოვნობის 355 ხომალდამდე გაზრდის მიზნით, აშშ-ს საზღვაო ძალების სარდლობა, Arleigh Burke-ს ტიპის, საესკადრო ნაღმოსნების, სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივების გეგმას შეიმუშავებს. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტიც რომ, აშშ-ში, Nimitz-ის ტიპის ავიამზიდების სამსახურის ვადის გაზრდაც დგას დღის წესრიგში.
წყარო:
No comments:
Post a Comment