понедельник, 3 сентября 2018 г.

უკრაინამ აშშ-ს რადიოლოკაციური სადგური 36Д6М1-1 გადასცა


უკრაინულმა მხარემ, აშშ-ს შესყიდვების სარდლობას, სამეცნიერო საწარმოო კომპლექს "Искра"-ს მიერ წარმოებული, სამკოორდინატიანი, მობილური რადიოლოკაციური სადგური, 36Д6М1-1 გადასცა. 

შესყიდული ობიექტის ორლანდოში მიწოდება, კომპანია "Прогресс"-ის საშუალებით განხორციელდა. რადიოლოკაციური სადგური, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და ჰსთ-ს მართვის ავტომატიზირებულ სისტემების შემადგენლობაში გამოსაყენებლადაა განკუთვნილი, მას შეუძლია აქტიური და პასიური ხარვეზების ფონზე აღმოაჩინოს დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო სამიზნეები, ამას გარდა მისი გამოყენება შეიძლება სამხედრო და სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის სამართავად. აშშ-ში სადგურს სავარაუდოდ ანალიზისა და სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.


ამ ხელშეკრულების რეალიზაციისთვის ხელის შეშლას, რუსეთთან დაკავშირებული, ბიზნეს სტრუქტურები ცდილობდნენ. 2017 წელს ორგანიზაცია ООО "КИТ"-მა, სასამართლოში სარჩელის შეტანით, სცადა პროცესის ბლოკირება. თუმცაღა სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული რლს აშშ-ს მაინც გადაეცა.


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий