ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული სტატია Eric Lindeman "US Army's NAC displays fuel-efficient FED Bravo demonstrator" გვაუწყებს, რომ აშშ-ს არმიის ავტოჯავშანსატანკო საკვლევ, საკონსტრუქციო და საინჟინრო ცენტრში (Tank Automotive Research, Development and Engineering Center - TARDEC) შემავალმა ნაციონალურიმა საავტომობილო ცენტრმა (National Automotive Center - NAC) წარმოადგინა კომბინირებული ელექტრული ძალური აგრეგატით აღჭურვილი ჯავშანავტომობილის კონცეპტუალური დემონსტრატორი FED (Fuel Efficient ground vehicle Demonstrator) Bravo.
ამ მანქანამ უნდა უზრუნველყოს არა მარტო საწვავის ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები და მისი ეკონომია, არამედ უნდა გამოყენებული იქნას როგორც ავტონომიური ელეტრო მომარაგების წყარო ბლოკ-პოსტებზე და სხვა ბაზიდან მოშორებულ ადგილებში.
დემონსტრატორი FED Bravo ნაჩვენები იქნა 2012 წლის 24-26 აპრილში, დეტროიტში გამართულ საავტომობილო ინჟინრების საზოგადოების მსოფლიო კონგრეზსე (Society of Automotive Engineers 2012 World Congress).
FED Bravo შექმნაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით მუშაობდა TARDEC-ი კომპანია World Technical Services Inc.-თან (WTSI) ერთად. მანქანის დემონსტრატორი 2011 წლის დასაწყისში აწყობილი იქნა WTSI-ს მიერ და 2011 წლის მეორე ნახევრიდან გადიოდა გამოცდებს. მანქანა თავისი პარამეტრებით ახლოსაა ყველასთვის ცნობილი HMMWV-სთან (ეგრეთწოდებულ "ჰამერთან"), აღჭურვილია "road-coupled parallel hybrid drive system"-ით, რომელშიც წინა ხიდი აღჭურვილია ელექტროძრავით, ხოლო უკანა ამძრაობას ახორციელებს 4,4 ლიტრაინი, დიზელის, ორტურბოსაჭირხნიანი, 268 ცხენისძალიანი ძრავა Ford V8-ით. მანქანა ასევე აღჭურვილი 4 კილოვატი სიმძლავრს სტარტერ-გენერატორით, რომელიც თიშავს ძრავას გაჩერების დროს და ქოქავს მას როდესაც მძღოლი გაზის სატერფულს ეხება, რაც აუმჯობესებს საწვავის ეკონომიურობას და ამცირებს მავნე გამონაბოლქვს. მანქანაზე აყენია ექვსსაფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა კოლოფით და წინა ლითიუმ-იონის, დიდი მოცულობის აკუმულიატორ А123-ით (უზრუნველყოფს 22,5 კილოვატ სიმძლავრეს).
მანქანის საბრძოლო წონა 7600კგ. ჯავშან კორპუსი კარკასულია, V-სებური ფსკერით და გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით. საინტერესოა რომ კორპუსის კონცეპტი დეტროიტის კოლეჯ College for Creative Studies-ის (CCS) სტუდენტმა, ჯოელ ზასტროვმა (Joel Zastrow) შეიმუშავა. მანქანაში მოთავსებული პირადი შემადგენლობისთვის დამონტაჟებულია სპეციალური მაღალტექნოლოგიური ნაღმსაწინააღმდეგო სავარძლები, რომლებიც შემუშავებული კომპანია Jankel Tactical Systems-ის მიერ.
ჯავშანავტომობილი აღჭურვილია TARDEC-ს მიერ შემუშავებული ქსელური ელექტრო გამანაწილებელი სისტემა ("microgrid") ТМ3-თი, მასთან შეერთების შემთხვევაში ის გამოიყენება როგორც გარე მომხმარებლების ელექტროენერგიის გამომმუშავებელი გენერატორი (საგუშაგოებზე,ბლოკ-პოსტებზე და სხვა).
No comments:
Post a Comment