Tuesday, May 22, 2012

ერაყმა უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორებს წუნი აღმოუჩინა

"Укроборонпром"-ზე დაყრდნობით გაზეთი "Сегодня" აცხადებს რომ ერაყელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ატარებდნენ უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4Е-ს მეორე, 62 ერთეულიანი პარტიის მისაღებ ექსპერტიზას, მანქანებში აღმოაჩინეს რამოდენიმე სერიოზული ხარვეზი. კერძოდ, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაუმართაობები ცეცხლის მართვის სისტემაში და მუშაობის შეწყვეტის შემთხვევები 30მმ-ნ ავტომატურ ქვემეხ ЗТМ-1-ში. ერაყისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე კონტრაქტი 2009 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად ერაყს უკრაინიდან 420 ერთეული БТР-4Е უნდა მიეღო : 270 სახაზო მანქანა, 80 სამეთაურო, 30 საშტაბო, 30 სამედიცინო და 10 სარემონტო-საევაკუაციი მანქანა. ხელშეკრულების ფასმა 457,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მანქანების პირველი პარტიის მიწოდება დაგეგმილი იყო 2010 წლის შემოდგომაზე, თუმცაღა ქვემეხებში აღმოჩენილი წუნის გამო მოხდა მიწოდების შეფერხება.
ჯავშანტრანსპორტიორ БТР-4Е მიწოდება ერაყისთვის საბოლოოდ 2011 წლის მარტში განხორციელდა. პარტია 26 ჯავშანმანქანისგან შესდგებოდა. ამას გარდა ერაყს გადაეცა ტექნიკური უზრუნველყოფის მანქანები და БТР-4-ის ეკიპაჟის მოსამზადებელი ტრენაჟორები. 2011 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ერაყმა ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების შეყოვნებისთვის 3 მილიონი დოლარით დააჯარიმა უკრაინული მხარე. ჯარიმის გამოკლებით პირველი პარტიის მანქანები ერაყს 18 მილიონი დოლარი დაუჯდა. კონტრაქტის თანახმად, ერაყს აქვს უფლება გამოიყენოს საჯარიმო სანქციები უკრაინის მიმართ. ჯარიმის ზომა შეადგენს ხელშეკრულების მიხედვით ერთი თვის თანხის ერთ პროცენტს. ჯარიმის დაწესება მიწოდების შეყოვნების მეორე თვიდანაა შესაძლებელი.











წყარო:

No comments:

Post a Comment