რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო აშკარა ხდება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ავიაციის სავალალო მდგომარეობა. როგორც 2011 წლის ბოლოს მომხდარი ინცინდენტის შედეგად გახდა ცნობილი (როდესაც ჩრდილოეთ კორემა სამხრეთ კორეის პოზიციების არტილერიით დამუშავება განახორციელა) ჩრდილოეთ კორეის ავიაციას არა თუ ნორმალურად ბრძოლა არამედ ნორმალურად ფრენაც კი არ შეუძლიათ, ინცინდენტის შედეგად გამოცხადებულ საერთო განგაშს მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ძალების მოქმედებაში მოყვანა, რასაც მიზნად ჰქონდა სამხრეთ კორეის დაშინება და ძალის დემონსტრაცია, თუმცა ყველაფერი უკუღმა გამოვიდა - როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვამ აღნიშნა მოწინააღმდეგის ავიაციაში საკმაოდ დიდი დაბნეულობა სუფევდა, აფრენისას რამოდენიმე თვითმფრინავმა ტექნიკური მიზეზების გამო კატასტროფა განიცადა. ასევე გამოჩნდა ეკიპაჟების მომზადების საკმაოდ დაბალი დონე, რომლებსაც თვითმფრინავით არა თუ ბრძოლის წარმოება არამედ ნორმალური ფრენაც კი არ შეეძლოთ. როგორც ცნობილია თვითონ სამხრეთ კორეის მხარეს გადასული პილოტების მონაყოლიდან 10 წლის განმავლობაში მათი ფრენის ოდენობა 350 საათს უტოლდებოდა, ეს მაშინ როცა სამხრეთ კორეის პილოტები წელიწადში საშუალოდ 150 საათს დაფრინავენ.
ამ ყველაფერთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ავიაციას სხვა არანაკლებ სერიოზული პრობლემაც აქვს - ავია პარკის უმეტესი ნაწილი უკვე 70-იან წლებში იყო მოძველებული და ერთადერთი თანამედროვე ტექნიკა ეს 80-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში შეძენილი 40 ცალი МиГ-29, რომელიც ასევე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ჩრდილოეთ კორეის მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავიაპარკი
ჩრდილოეთ კორეის ავიაციის კუთვნილი МиГ-29-ების იშვიათი ფოტოები
შედარებისთვის სამხრეთ კორეული F-16-ები
No comments:
Post a Comment