Tuesday, July 24, 2012

ტაივანი 200 ერთეული M-1 Abrams-ის შეიძენს


ტაივანი მოლაპარაკებას აწარმოებს აშშ-ს არმიის შეიარაღებაში მყოფი M-1 Abrams-ების შესყიდვის თაობაზე. კონკრეტულად საბარია იმ ტანკებზე რომლებსაც აშშ-ს არმია ერაყში და ავღანეთში იყენებს. როგორც ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა იუწყება - აშშ-ს არმია ამ რეგიონებიდან დაბრუნებისას მათ შეიარაღებაში მყოფ ტექნიკას გაყიდის სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებზე, რადგანაც ამ ტექნიკის უკან, ამერიკაში ტრანსპორტირება ეკონომიკურად არა მომგებიანია.
ჯავშანტექნიკის ნამატის გაყიდვა ძირითადად ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებში განხორციელდება. გასაყიდი ჯავშანმანქანების სია მოიცავს მანქანების სხვადასხვა ტიპებს და მოდიფიკაციებს. როგორც ცნობილია ამავე კატეგორიიდან მოხდება ერაყის არმიისთვის M-1 Abrams-ების გადაცემა, მას შემდეგ რაც მათი რემონტი და მოდერნიზაცია განხორციელდება. ტაივანის მიერ Abrams-ების შეძენის შესახებ ცნობა ცოტა ხნის წინ გავრცხელდა - ცნობილია რომ ქვეყანას შეიარაღებაში გააჩნია 600 ერთეულამდე მოძველებული ტანკი M-60 და M-48 და კასევე კიდევ უფრო მოძველებული M-41. როგორც ცნობილი ხდება ტაივანი 200 ცალამდე M-1 Abrams-ს შეიძენს.



P.S.  როგორც ამ რამდენიმე ხნის წინ ვწერდით აშშ-ს ხელისუფლება პრობლემის წინაშე დადგა - ტანკების საწარმოო ქარხნის შეჩერების შემდეგ შესაძლებელია მთელი ამ საწარმოო სიმძლავრეების დაკარგვა. ამ პრობლემიდან გამოსავალი რამდენიმე იყო - ან აშშ-ს არმია გააგრძლებეს შეკვეთას ან გამოჩნდება ვინე უცხოელი მყიდველი რომელიც თავისი Abrams-ების მოდერნიზაციით ქარხნის დატვირთვას მოახდენდა. როგორც ამ ბოლო ცნობიდან ჩანს აშშ-ს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ეს ბოლო ვარიანტი განახორციელოს.

No comments:

Post a Comment