საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში გამართული სწავლება ოთხ კვირას გრძელდებოდა. კურსის მიმდინარეობას ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩევევბი გაიხსენეს. ზაფხულის კურსის მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე გადაადგილებას დაეთმო. მესამე ფაზა კი მაღალ მთაში საცეცხლე მომზადებას ითვალსიწინებდა. სწავლების ბოლოს კურსში მონაწილე ყველა სამხედროს სწავლების შემაჯამებელი ტესტირება ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, მარშირებასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ჩაუტარდათ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დახურვის ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. კურსის დახურვის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო კოორდინატორი/უსაფრთხოების ოფიცერი პოლკოვნიკი ზბიგნიევ პრაშჩალეკი და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. კურსის დახურვის ცერემონიალს მუსიკალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი აფორმებდა.
Intermediate Summer Mountain Training Course covered three phases. At the initial phase the military servicemen recalled those skills which they adopted during the basic course at the Sachkhere School. The second phase of the Course was devoted to mastering a crossing technique at the altitude of 4000 m, over high mountains and icy terrains. At the final step, the military servicemen were instructed in fire trainings.
At the end of the course, the participants were tested in climbing over artificial wall, marching and crossing obstacle lines.
The closing ceremony of Intermediate Summer Mountain Training Course was held at the Sachkhere Mountain Training School. Deputy Defence Minister Maia Siprashvili-Lee and Trainings and Military Education Commander of JS LTC Shalva Bajelidze awarded the graduates with certificates. Awarding ceremony was also attended by Military Coordinator/Security Officer NATO Liaison Office in Georgia Colonel Zbigniew Praszczalek and foreign defence attaches accredited to Georgia. The ceremony was musically accompanied by the military orchestra of Georgian Ministry of Defence.
წყარო:
Intermediate Summer Mountain Training Course
No comments:
Post a Comment