Thursday, September 27, 2012

რუსეთსა და ერაყს შორის მეგა კონტრაქტები მზადდება

ერაყის საინფორმაციო სააგენტო Shafaq News-მა 2012 წლის 26 სექტემბერს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიკის მოსკოვში ვიზიტისას ხელი უნდა მოეწეროს ერაყის მიერ საერთო ჯამში 5 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკის შესყიდვის კონტრაქტს. ერაყული წყაროს თანახმად - სამხედრო კონტრაქტი მოიცავს Су და МиГ  მარკის თვითმფრინავებს, Ми მარკის ვერტმფრენებს და ასევე სხვა სამხედრო ტექნიკას.

რუსეთის წყაროები ამ ინფორმაციას ადასტურებენ, ამასთან აზუსტებენ რომ ერაყის პრემიერ მინისტრის ვიზიტისას ერაყის მხარე  ОАО "Рособоронэкспорт"-თან კონტრაქტის პირველ პაკეტს მოაწერს ხელს, რომლის ღირებულებაც 4,3 მილიარდი დოლარია. როგორც ცნობილი ხდება დაგეგმილია ერაყისთვის МиГ-29М/М2 გამანადგურებლის, ჯავშანსატანკო ტექნიკის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (კერძოდ 42 ცალი "Панцирь-С1" კომპლექსის), ასევე 30 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენი Ми-28НЭ-ს (აღსანიშნავია რომ ერაყი გახდება ამ ვერტმფრენის პირველი უცხოელი მომხმარებელი) მიყიდვა. პირველ პაკეტში სავარაუდოდ Ми-28НЭ და "Панцири-С1" შევა.


წყარო:

No comments:

Post a Comment