Saturday, September 29, 2012

დაწვრილებით ახალი "Рысь"-ის შესახებ


ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია რუსული არმიის, იტალიური წარმოშობის, ჯავშანმანქანა "Рысь"-ის ახალი მოდიფიკაციის შესახებ, რომელიც დემონსტრირებული იქნა გასულ შაბათს, ტელეარხი  "Россия 1"-ის სიუჯეტში. (ამის თაობაზე უკვე ვწერდი: "Рысь"-ის ახალი სახე )

ეს არის ბრიგადის დონის სამეთაურო პუნქტი რომელიც აღჭურვილია მე-6 თაობის რადიო-ელექტრონული აპარატურით. მანქანა ჯერ ისევ ერთ ეგზემპლიარად არსებობს და გამოცდებს გადის. მთელი ელექტრო მოწყობილობა მანქანაში შექმნილია რუსული საწარმოო ანგსტრემის  მიერ. გამოცდებზე რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურამ ჩაახშო ამერიკული (კერძოდ Falcon-ის რაცია, ის რომელიც ქართული არმიის შეიარაღებაშია) და ფრანგული რადიოსადგურები, მაგრამ ახალი რუსული პარატურის ჩახშობა ვერ მოახერხა.

"Рыси"-ს ბაზაზე შექმნილი სამეთაურო-საშტაბო მანქანა სწავლება "Кавказ-2012"-ზე



წყარო:

No comments:

Post a Comment