Wednesday, September 26, 2012

შეძლებს თუ არა Abrams-ი მომავალი 20 წლის განმავლობაში დარჩეს "დაუმარცხებელ" ტანკად

90-იანების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ მომავალი ეკუთვნის - კოლონიალური ტიპის ომებს. ხოლო ასეთი ტიპის სამხედრო კონფლიქტებისთვის აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე მდგომი საბრძოლო ტანკი Abrams M1, მათი აზრით, იყო ძალიან მძიმე, დაბალი მობილურობის მქონე და ძვირადღირებული ექსპულატაციაში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება განეხორციელებინათ რევოლუცია სამხედრო საქმეში. ამ გრანდიოზული და საკმაოდ ძვირადღირებული ჩანაფიქრების გამწევი ძალა "მომავლის საბრძოლო სისტემა" (FCS) გახდა, რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ოცტონიანი ტანკი M-1202 იყო.

ტანკი M-1202
სანამ მწარმოებლები "მომავლის საბრძოლო სისტემის" ბიუჯეტს ხარჯავდნენ, არმიამ არსებული სატანკო პარკის მოდერნიზაცია განახორციელა. ასე გაჩნდა M1A2SEP v2. განახლებულმა Abrams-მა მიიღოო ტაქტიკური გამოსახულების გამომსახველი ახალი ფერადი ეკრანები, გაზრდილი იქნა საბორტე კომპიუტერის მეხსიერება და პროცესორის მწარმოებლობა. კავშირგაბმულობის უახლესმა საშუალებებმა მეთაურს საშუალება მისცეს უზრუნველეყო სატანკო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა და ურთიერთქმედება მოტოქვეითებთან, არტილერიასთან და საარმიო ავიაციასთან. 

M1A2 SEP v2

ახალი თაობის სითბოვიზორები საშუალებას აძლევს ტანკს იმოქმედოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მათი დაყენების შემდეგ ამერიკელ ტანკისტებს არ უჭირთ აწარმოონ ბრძოლა მტვერში, კვამლში და ატმოსფერული ნალექების დროს წვიმისა და თოვლის სახით. ასევე გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემის წყალობით აიწია Abrams-ით მოწინააღმდეგის პირველი გასროლით დაზიანების შესაძლებლობა.
2009 წელს გადაწყდა პროგრამა "მომავლის საბრძოლო სისტემაზე" უარის თქმა. გადაწყდა სათამაშოსხელა, 20 ტონიანი ტანკუჩკები არ ეწარმოებინათ. და ამგვარად გააქტიურდა Abrams-ის მოდერნიზაციის პროგრამა და დღეს უკვე საუბრობენ 2017 წლისათვის Abrams-ის ახალი მოდიფიკაციის, M1A3 შესახებ. ვარაუდობენ რომ მასში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ტანკ M-1202 შექმნისას მიღებული გამოცდილება და ტექნოლოგიები.
კერძოდ მასზე დაყენდება ახალი ქვემეხი, რომელიც იქმნებოდა მსუბუქი ტანკისთვის, ეს ქვემეხი წარმატებით იქნა გამოცდილი. ტრადიციული ჭურვების გარდა, საბრძოლო კომპლექტში შეიყვანენ შორსმსროლელი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები. მათი დამიზნება მოხდება გარე მიზანჩვენებით - ამგვარად Abrams-ი მიიღებს შესაძლებლობას გაანადგუროს მოწინააღმდეგე 10-12 კილომეტრის მანძილზე.

M1A3

განსაკუთრები საინტერესო და მნიშვნელოვანია 12 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამიზნეზე ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა. დღეს მსოფლიოში არცერთ ტანკს ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია.
M1A3-ზე დაყენდება უახლესი კავშირგაბმულობის, სანავიგაციო, ცეცხლის მართვისა და სამეთაურო მართვის საშუალებები. შედეგად საგრძნობლად გაიზრდება ღამით და უამინდობაში ცეცხლის წარმოების შესაძლებლობები. მიზნის ავტომატურად მიყოლის სისტემა შესაძლებლობას მისცემს Abrams-ს დააზიანოს მოწინააღმდეგე 100% ალბათობით.
აქტიური დაცვის სისტემა ტანკს დაცულობის გაზრდის საშუალებას მისცემს, რომელიც სავარაუდოდ ებრაული ლიცენზიით იქნება წარმოებული.
ბევრ კითხვას იწვევს ძალური დანადგარი. არაა გამორიცხული რომ აირტურბინულ ძრავას გერმანული, კომპაქტური დიზელის ძრავა ჩაანაცვლებს, მისი წარმობა აშშ-ში გერმანული ლიცენზიით ხორციელდება. ეს ტანკის წონის 55 ტონამდე შემცირების საშუალებას იძლევა - რაც საგრძნობლად აამაღლებს ტანკის მობილურობას. 
ყველა ეს სიახლე, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ტანკ Abrams-ს საშუალებას მისცემს არმიაში კიდევ 40 წელი დარჩეს. თუმცა სკეპტიკების აზრით თვით ასე რადიკალურად მოდერნიზირებული Abrams-იც კი ვერ შესძლებს ეფექტურად შეასრულოს საბრძოლო ამოცანები, მაგრამ ახალი ტანკის შექმნა ამერიკისთვის, მაგალითად ჩინელებისგან განსხვავებით, არ შედის პირველადი პრიორიტეტების სიაში.

No comments:

Post a Comment