Tuesday, September 25, 2012

პირველი ჩინური ავიამზიდი მწყობრში ჩადგა

2012 წლის 23 სექტემბერს დალიანში ზედმეტი ხმაურის გარეშე განხორციელდა პირველი ჩინური ავიამზიდის ჩინეთის ეროვნული განმანთავისუფლებელი არმიის სამხედრო საზღვაო ძალების მწყობრში ჩაყენების ოფიციალური ცერემონიალი. ავიამზიდი წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა ავიამზიდ კრეისერ "Варяг"-ს (проект-11436), რომელიც ჩინურმა მხარემ დაუმთავრებელ მდგომარეობაში 1998 წელს უკრაინისგან იყიდა. ხომალდი ნიკოლაევოდან ბუქსირებული იქნა  დელიანში 2002 წელს, ხოლო 2005 წლიდან Dalian Shipyard-ის ვერფზე Dalian Shipbuilding Industry Company-მ (Group), რომელიც ჩინეთის სახელმწიფო გემთმშენებელ კორპორაციაში (China Shipbuilding Industry Corporation - CSIC) შედის, განაგრძო ხომალდის დამასრულებელი სამუშაოები. ყოფილი  "Варяг"-ის სავალი გამოცდები მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2011 წლის 10 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ხომალდმა ზღვაში 10 საცდელი გასვლა განახორციელა, საერთო ჯამში მან ზღვაში 103 დღე-ღამე გაატარა. დღესაც ხომალდი გემშენებელ Dalian Shipyard-ზე ბაზირდება.



2012 წლის 23 სექტემბრის ცერემონიალზე ავიამზიდზე პირველად აღიმართა ჩინეთის საზღვაო ძალების საბრძოლო დროშა (თუმცა სინამდვილეში დროშა ხომალდზე პირველად 19 სექტემბერს აღმართეს - წინასაცერემონიო რეპეტიციის დროს). ხომალდის მწყობრში ცაყენების ცერემონიალი 25 სექტემბრამდე გაგრძელდა - და მხოლოდ ბოლო დღეს მიენიჭა მას ოფიციალური სახელწოდება "ლაონინ" (Liaoning), საბორტე ნომრით "16".

ხომალდის მეთაურად დაინიშნა 47 წლის ვიცე ადმირალი Zhang Zheng-ი





No comments:

Post a Comment