Monday, September 24, 2012

მალაიზია Gripen-ებს ქირაობს

მალაზიის სამეფო საჰაერო ძალები განიხილავენ შვედური მხარის მიერ შეთავაზებული 18 ერთეული Gripen-ის დაქირავებას - ეს გადაწყვეტილება შეიძლება დროებითი იყოს, ან კიდევ მუდმივი, რათა მოხდეს 10 ცალი MиГ-29Н ჩანაცვლება.


გამანადგურებლების ტენდერში მონაწილეობდნენ Су-30МКМ, Rafale, Typhoon, F/A-18E/F და Gripen. ტენდერიდან ამ ცოტა ხნის წინ შვედური და რუსული გამანადგურებლები გამოვარდნენ. მაგრამ შვედურმა მხარემ ხელახლა სცადა ბედი და ამჯერად სხვა წინადადება შესთავაზეს მალაზიის სამეფოს - წინადადება ეხება 18 ცალი Gripen-ის მიქირავებას, ჩეხეთისა და უნგრეთის მსგავსად. ამ წინადადებით შვედური მხარე მას მერე გამოვიდა, რაც გაირკვა რომ მალაზიის მხარის მიერ გამოყოფილი თანხა სხვა გამანადგურებლების ყიდვის შემთხვევაში მხოლოდ 6 თვითმფრინავის ყიდვას ჰყოფნიდა.




No comments:

Post a Comment