ამ გამოფენას ორგანიზებას უკეთებს რამდენიმე სამხრეთაფრიკული ორგანიზაცია - სამხრეთაფრიკული აეროკოსმოსური, საზღვაო და თავდაცვითი წარმოების ასოციაცია (AMD), სამხრეთაფრიკის შეიარაღების კორპორაცია (ARMSCOR) და სამხრეთ აფრიკის კომერციული ავიაციის ასოციაცია (CAASA). გამოფენას ასევე მხარს უჭერს სამხრეთ აფრიკის სამხედრო-საჰაერო ძალები (SAAF). გამოფენა AAD ტარდება 1992 წლიდან, ერთხელ ორ წელიწადში. 2006 წლამდე გამოფენა იხსნებოდა ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიაში. შემდეგ გამოფენის ჩატარების ადგილად სამხედრო-საჰაერო ბაზა Ysterplaat-ი გახდა, რომელიც პრეტორიასთან ახლოს მდებარეობს. 2012 წელს გამოფენა AAD კვლავ დაბრუნდა პრეტორიის სამხრეთით მდებარე ავიაბაზა WATERKLOOF-ზე. AAD-2010-ზე გამოფენაზე იმყოფებოდა 31 ქვეყნის 300 მონაწილე, დარეგისტრირდა 13 000 ვიზიტორ-სპეციალისტი, მათ შორის 20 თავდაცვის მინისტრი - ძირითადად აფრიკული ქვეყნებიდან. გამოფენის პროგრამაში გათვალისწინებული იყო როგორც საჰაერო სადემონსტრაციო ფრენები, ასევე სახმელეთო ტექნიკისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების დემონსტრირება.
გამოფენის ძირითადი მიმართულებები - მოიცავს თავდაცვით და აეროკოსმოსურ თემატიკასთან დაკავშირებული მოწყობილობების, მომსახურების, ტექნიკის და ტექნოლოგიების მთელ სპექტრს: სამოქალაქო და სამხედრო ავიაცია, შეიარაღება და თავდაცვის საშუალებები, ყველაფერი რაც საჭიროა ავიაციისთვის და ავიაკოსმოსური წარმოებისთვის, სახმელეთო უზრუნველყოფის საშუალებები და ასე შემდეგ.
T-72
T-72 და БМПТ
Rooikat
BAE Systems - RG35 Multi-Role Fighting Vehicle
BAE Systems - TRT-R30MK 30mm Tactical Remote Turret
BAE Systems - TRT-R30MK 30mm Tactical Remote Turret
Patria with DENEN LAND Systems Turret МСТ-30
მოდერნიზირებული Centurion-ი (Olifant-2B)
Patria with DENEN LAND Systems Turret MCT Missile
Marauder Patrol
MaxxPro Wrecker
Thales Scorpion a new mobile automated mortar weapons platform
Valkiri-Mk2 MLRS
IFV Ratel, MBT Olifant, CSH-2 ROOIVALK
APC Mbombe
Kwla multi role armoured vehicle with TRT-30 turret
Stryker
MRAP Masmak
Kfir C.10
C-47TP
C-27
Kfir C.10, Gripen,
Gripen
Silver Falcons perform a Star Burst
CSH-2 ROOIVALK
C-130
No comments:
Post a Comment