понедельник, 13 октября 2014 г.

საქართველომ ესპანელი ფერერ–დელმაუ დაიქირავა ავღანეთში ქართველების დასახატავად

ცნობილი ესპანელი მხატვარი, ავგუსტო ფერერ–დელმაუ, ავღანეთში ქართველებთან ერთად ერთი კვირა იმყოფებოდა და მათი ყოველდღიური ცხოვრების ჩანახატებს აკეთებდა. ასევე ქართულ ბაზაზე იმყოფებოდა ესპანელი მწერალი ლუკას მოლინა, რომელი ჩვენი მებრძოლების შესახებ წიგნის გამოცემას გეგმავს.
ქართული მხარის მიერ დაქირავებული ესპანელი მხატვრის ჩანახატები გამოფენილი იქნება შემოქმედის სხვა ნახატებთან ერთად მადრიდში, პარიზში, ლონდონში, ნიუ–ორკში, ბრიუსელსა და თბილისში.

ცენტრში ნინო იოსელიანი (პროექტის კურატორი), მის უკან მხატვარი ფერერ–დელმაუ და მარჯვნივ ლუკას მოლინა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий