აშშ-ს საჰაერო ძალების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის კონტრაქტს ხელს წლის ბოლომდე მოაწერენ. ბომბდამშენის ტენდერში Northrop Grumman და Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ტანდემი დაეჯახნენ ერთმანეთს. როგორც ცნობილია დაბალი შემჩნევადობის ბირთვული ბომბდამშენის პროგრამაში, სახელწოდებით LRS-B, ორი პროტოტიპია აწყობილი, პირველი Northrop Grumman-მა ხოლო მეორე Boeing-ის და Lockheed Martin-ის ერთობლივი ნამუშევარია. ტენდერის გამარჯვებულს სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებენ.~პროგრამის ფარგლებში აშშ-ს ავიაცია 100 ბომბდამშენს შეიძენს, რომლებიც მოძველებულ B-2 Spirit და B-52 Stratofortress ჩაანაცვლებს. ტენდერში გამარჯვებულთან პენტაგონი 80 მილიარდი დოლარი ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტის პირველი ნაწილის ფარგლებში აშშ-ს საჰაერო ძალები 21 ბომბდამშენს მიიღებენ ხუთ მცირე პარტიად.
წყარო:
P.S. ვნახოთ რომელი გაიმარჯვებს. Northrop Grumman-ს პლიუსში B-2A-ს და რთული უპილოტოების შექმნა აქვს, ასევე პლიუსია აქტივში საუკუნის კონტრაქტის არქონა. LM/Boeing - შეუზღუდავი საწარმოო პოტენციალი, ფინასები და ლობისტები.
No comments:
Post a Comment