გუშინ აშშ-ს საჰაერო ძალების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის ტენდერზე ვწერდი ბლოგზე. უკვე გაირკვა, გამარჯვებულია.............................NORTHROP GRUMMAN. (წყარო - http://www.defense.gov) სამართლიანი გადაწყვეტილებაა მე მგონი, მისი ორი მოწინააღმდეგე გიგანტი ისედაც ფულში ცურავენ.
დაწვრილებითი ინფორმაცია ბომბდამშენის შესახებ ჯერ არ გახმოვანებულა, ძრავის მწარმოებელიც კი არ დაუსახელებიათ. როგორც განცხადებულია 100 მანქანიანი სერიის შემთხვევაში ცალის ფასი 511 მილიონი დოლარი იქნება.
Boeing-მა და Lockheed Martin-ნმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შედეგით იმედგაცრუებას აცხადებენ და თვლიან რომ მათი წინადადება უფრო უკეთესი იყო. მოცემულ მომენტში მომდევნო ნაბიჯები (სასამართლოში წასვლა არ წასვლა) განხილვის სტადიაშია.
No comments:
Post a Comment