როგორც ოფიციალური წყაროებიდან ხდება ცნობილი, აშშ-მ ევროპაში, ბოლო ათი წლის მანძილზე საბრძოლო მასალების ყველაზე მსხვილი პარტია გადაზიდა.
5000 ტონამდე სატანკო, ჯავშანტექნიკისა და მსუბუქი შეიარაღების საბრძოლო მარაგი საზღვაო გზით გადასროლილი იქნა ამერიკიდან გერმანიაში, საიდანაც შემდეგში ამ მარაგის NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან სახმელეთო გზით გადაზიდვა მოხდება.
როგორც აშშ-ს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, მეთიუ რედდინგმა განაცხადა "ბოლო ათი წლის მანძილეს ეს ერთ ჯერზე გადაზიდული ყველაზე დიდი პარტიაა, რაც ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენ ჩვენი მოკავშირეების დაცვა გვსურს".
აშშ-ს ევროპული დაჯგუფების გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ამ გაძლიერების მიზანს NATO-ს ბლოკის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა წარმოადგენს.
აშშ-ს სამხედროების განცხადების თანამხად ეს საბრძოლო მარაგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამერიკული კონტინგენტის ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ კი ბულგარეთში, პოლონეთსი და ბალტისპირეთში, სადაც ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფები მუდმოვად იმყოფებიან როტაციულ საფუძველზე.
ამას გარდა საბრძოლო მარაგების საწყობები ამერიკელი სამხედროების გარდა ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებების შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნების უზრუნველსაყოფადაც იქნება გამოყენებული.
აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ევროპაში საბრძოლო მარაგით დატვირტული 415 საზღვაო კონტეინერი გადაისროლეს
No comments:
Post a Comment