Sunday, February 21, 2016

საერთაშორისო სწავლება Cold Response 2016 - იქ, სადღაც ჩრდილოეთის ღმერთებთან

წელს, საერთაშორისო სწავლება Cold Response 2016, რომელიც ნორვეგიაში მიმდინარეობს, სამ ფაზად - პირველი მოსამზადებელი ფაზა 19 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, მეორე ფაზა, უშუალოდ სწავლები პროცესი 2-დან 9 მარტის ჩათვლით , ხოლო მესამე, დასკვნითი ფაზა 10-დან 22 მარტის ჩათვლით განხორციელდება.

უშუალოდ სწავლებაში 13 ქვეყნის 15 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. აქედან 3000-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, 6500 ნორვეგიელი სამხედრო მოსამსახურე, 4000 სამხედრო მოსამსახურე  NATO-ს წევრი 11 ქვეყნიდან იქნება. მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, დანიიდან, კანადიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და ლატვიიდან.ასევე  სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ალიანსის მოკავშირე ქვეყნების 300-მდე სამხედრო მოსამსახურე.

სწავლების ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად, ამ წვრთნების მიზანს, ზამთრის პირობებში ინტენსიური საბრძოლო ოპერაციების წარმოება წარმოადგენს.
სწავლება 2012 წლიდან მოყოლებული წელიწადში რამდენჯერმე იმართება და ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო სამხედრო ღონისძიებას წარმოადგენს (Cold Response 2014 – NATO–ს ჩრდილონორვეგიული სწავლება)




წყარო:

No comments:

Post a Comment