пятница, 12 октября 2012 г.

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს ცნობით ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.

კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.



Ministry of Defence of Georgia extends its condolences over the death of Corporal Mindia Abashidze born in 27 October of 1989 and expresses grief to his family members. Corporal Abashidze was killed while performing a combat task under the ISAF mission in Afghanistan.

Corporal Mindia Abashidze has been serving in army since August 4 2008. He was Commander of Fire Group of 32 Light Infantry Battalion of III Infantry Brigade of Land Forces. Corporal has been participating in the NATO mission since 2010-2011.

Ministry of Defence of Georgia condoles once again to the dead soldier`s family. The funeral expenses will be covered by the Defence Ministry.


წყარო:
MINISTRY IF dEFENCE OF GEORGIA

Комментариев нет:

Отправить комментарий