воскресенье, 7 октября 2012 г.

DCNS-ის ახალი პროექტები

ფრანგულმა ხომალდმშენებელმა გაერთიანება DCNS-მ, პარიჟში, 22-26 ოქტომბერს დაგეგმილი გამოფენა Euronaval-2012-ზე უნდა წარადგინოს მთელი რიგი ახალი ხომალდების პროექტები, მათ შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ გამოქვეყნებულია.


ერთ-ერთ ახალ პროექტს წარმოადგენს ფრეგატი FREMM-ER (Extend Range). FREMM-ER წარმოადგენს ფრეგატ FREMM-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლოები და პერსპექტივაში - რაკეტსაწინააღმნდეგო თავდაცვაც. FREMM-ER ინარჩუნებს საბაზისო პროექტის კორპუსს, მაგრამ განსხვავდება მისგან შეცვლილი რადიოლოკაციური კომპლექსით - საბაზისო მოდელის რადიოლოკაციური სადგური Heracles-ის ნაცვლად ინტეგრირებულ ანძაზე განთავსებულია ახალი მრავალფუნქციური რადიოლოკაციური კომპლექსი Thales SF-500 (Sea fire-500), რომელსაც გააჩნია ოთხი უძრავი, აქტიურ-ფაზირებულ ცხაურიანი ანტენა. 
ახალი რადიოლოკაციური სადგური Thales SF-500 განცხადებულია ამერიკული კომპლექსი AEGIS რადიოლოკაციური სადგური Lockheed Martin AN/SPY-1D-ს ფაქტიურ ანალოგად. ფრეგატი FREMM-ER ყოველივე ამასთან უნდა დარჩეს მრავალფუნქციურ ხომალდად და უნდა გააჩნდეს მნიშვნელოვანი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო (კერძოდ დაყენდება საბუქსირე ჰიდროაკუსტიკური სენსორი) და დამრტყმელი (ხომალდზე განთავსდება ფრთოსანი რაკეტები Scalp Naval) შესაძლებლობები. სავარაუდოდ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები  ჰაერსაწინააღმდეგო-თავდაცვის ხომალდების როლში (FREDA) ორ FREMM-ER-ს შეისყიდის.


DCNS-ის სხვა გამოქვეყნებულ პროექტს წარმოადგენს კომპლექსური მომარაგების პერსპექტიული ხომალდის განახლებული ვარიანტი BRAVE (Bâtiment RAVitailleur d'Escadre), რომლსი კოცეფციაც პირველად წარდგენილი იქნა გამოფენა Euronaval-2010-ზე. BRAVE-ე ხომალდის ახალი ვარიანტი გამოირჩევა ინოვაციური ცხვირა ნაწილით, რომელიც წააგავს ცნობილ X-BOW-ის არქიტექტურას. პროექტი ჯგუფ STX-France-სთან თანამშრომლობითაა შემუშავებული და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების Durance ტიპის ტანკერ-საწვავგამმართავი ხომალდი შეცვლის მიზნით გამართულ კონკურსში მონაწილეობს.



წყარო:
DCNS to unveil new FREMM Frigate variant, updated BRAVE supply ship design at Euronaval 2012

Комментариев нет:

Отправить комментарий