воскресенье, 7 октября 2012 г.

FCS SAVAN-15 - მემიზნის ძირითადი სამიზნე

როგორც ცეცხლის მართვის სისტემა/მემიზნეს ძირითადი სამიზნე მოწყობილობა, SAVAN-15 უზრუნველყოფს ტანკების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მოძრაობაში სროლის შესაძლებლობას და ნებისმიერი სცენარის პირობებში პირველი გასროლით მოწინააღმდეგის განადგურების მაღალ ალბათობას - მისი განთავსება შესაძლებელია როგორც წარმოების დროს, როგორც ორიგინალ სისტემად ასევე მოდერნიზაციის დროს.


SAVAN-15-ის უნიკალურ თავისებურებებს, მეწინავე დონეზე აყავს ტანკების და ქსმ-ების მიერ მიზნის დიდ მანძილებზე აღმოჩენის და დაზიანების ოპერატიული შესაძლებლობები და ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ეკიპაჟზე სამუშაო დატვირთვას. SAVAN-15 ამორჩეული იქნა რამოდენიმე პროგრამისთვის, რომელთათვისაც მისი ეფექტურობა უკვე წარმატებით დადასტურდა.

SAVAN 15 შესდგება მოდულური ბლოკების მთელი კომპლექსისგან:
  • მემიზნის  დღე/ღამის ძირითადი სამიზნე, ორ სიბრტყეში დამოუკიდებლად სტაბილიზირებული  დამიზნების ხაზით.
  • ბალისტიკური გამომთვლელი.
  • იარაღის სტაბილიზაციის გადამწოდთა კომპლექსი.
  • დამიზნების კუთხის ავტომატურად გამომთვლელ გადამწოდთა ნაკრები.
  • მემიზნის სამუშაო ადგილის თანამედროვე "ადამიანი-ანქანის" ინტერფეისი.
  • მანქანის მეთაურის სამუშაო ადგილის თანამედროვე "ადამიანი-ანქანის" ინტერფეისი.

  • ნებისმიერ საბრძოლო ვითარებაში პირველი გასროლით მიზანში გარტყმის 90% ალბათობა.
  • სითბოვიზორის სამუშაო დიაპაზონი 3-5µm ან 8-12µm.
  • სიმარტივე გამოყენებაში და მომსახურებაში.
  • კვალიფიცირებული და ოპერატიული რამდენიმე არმიაში


ტექნიკური მონაცემები:
  • დანიშნულია 2,5კმ-ზე და მეტ მანძილებზე პირველი გასროლით 90% გარტყმის შესაძლებლობით დღისა და ღამის ნებისმიერ დროს
  • პირდაპირი დამიზნების დღის არხი, 2-მაგი და 10-მაგი ზუმირების შესაძლებლობით.
  • სითბოვიზორი - 3-დან 5 კილომეტრამდე ან 8-დან 12 კილომეტრამდე, ორმაგი მექანიკური და ასევე ელექტორნული ზუმირების შესაძლებლობით.
  • დამატებით CCD კამერა, 2 ხედვის არით.
მოძრავ და უძრავ სამიზნეებზე დიდ მანძილზე დაკვირვების შესაძლებლობა:
  • ორ სიბრტყეში დამოუკიდებლად სტაბილიზირებული დამიზნების ხაზი (5 მილირადი).
პირველი გასროლით მიზნის დაზიანების მაღალი ალბათობა:
  • დამიზნების ხაზის/ცეცხლის ხაზის მდგომარეობის გაზომვა 0,1 მილიემ სიზუსტით.
სამიზნის გადაადგილების ავტომატური გაზომვა (static MRS)
  • სამიზნის გადაადგილების სიჩქარის გამოთვლა
  • გამოთვლის სიზუსტე 0,1 მილიემი
  • მიზნობრივი დახმარება ეკიპაჟს.
  • თვალებისთვის უსაფრთხო ლაზერული მანძილმზონი.
ყველა პარამეტრის ავტომატური შეყვანა (სარეზერვო ხელით შეყვანის კოპირებით) რეალურ დროში გამოთვლის რეჟიმით.
  • გამოთვლის სიზუსტე 0,1 მილიემი.
  • ვერტიკალური შესწორება სვლაში
  • მეორე თაობის საკეტის მართვის სისტემა.
  • დამატებით მართვადი სარაკეტი შეიარაღების შესაძლებლობა.
  • ჩაშენებული GPS/ინერციული ნავიგაციის სისტემები.
SAVAN-15-ით აღჭურვილი PT-91M 



Комментариев нет:

Отправить комментарий