
Т-129-ს მოსალოდნელისგან განსხვავებით 70 კილოგრამზე ნაკლები შეიარაღების წაღება შეუძლია, მაგრამ ეს პრობლემა გადაიჭრება მომდევნო პარტიის ვერტმფრენების წარმოებისას - განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ამჟამად ვერტმფრენი შეიარაღებულია ტანკსაწინააღმდეგო Hellfire და ჰაერსაწინააღმდეგო Stinger რაკეტებით.
ამ იტალიურ-თურქული ვერტმფრენის წარმოების პროგრამაში მონაწილეობს იტალიური AgustaWestland და თურქული TAI, Aselsan და Roketsan. Т-129 წარმოადგენს იტალიური Agusta A-129-ის მოდიფიკაცია, რომელიც თურქული მოთხოვნის მიხედვით გადაკეთდა.
3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილები (კორპუსი, ძრავა, ხრახნი) და კომპონენტები იტალიაში ეწყობა და ისე იგზავნება თურქეთში, ხორციელდება ТАI-ს საწარმოოში, სადაც ხორციელდება ვერტმფრენის საბოლოო აწყობა.
No comments:
Post a Comment