მსოფლიოში უმსხვილესი ავიატექნიკის სასაფლაოზე – "Davis-Monthan"–ის სამხედრო–საჰაერო ძალების ავიაბაზაზე, 7 წლის ძილის მერე სტრატეგიული ბომბდამშენი, B-52 Stratofortress, ზედმეტასხელად "Ghost Rider" გააღვიძეს.
"Ghost Rider" აშშ–ს საჰაერო ძალების შემადგენლობიდან 2008 წელს იქნა ჩამოწერილი, რის შემდეგაც ის არიზონას უდაბნოში ცოცხლად დამარხეს. ამ წლის 22 თებერვალს კი ამ ქვეყნის ძლიერთა ბრძანების თანახმად რეინკარნაციის რიტუალი განხორციელდა და ბომბდამშენი თავის სამსახურს, ბირთვული იარაღის მატარებლის როლს დაუბრუნდა.
"Ghost Rider" ჯოჯოხეთიდან უბრალოდ არ დაბრუნებულა – ბებერი და დაუნდობელი B-52, რომელაც არა ერთი ათასი ტონა ნაპალმის ბომბი ჩამოყარა ახალ სისხლს მოითხოვს.
ეემ... არაფერი ისეთი... 1 B-52 დაიწვა და ამით ჩაანაცვლეს
ReplyDeleteსაინტერესოა. როდის ჩამოვარდნილზე საუბრობ?
Delete